პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაია კალასი - ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის მიერ ხელახლა ძალის გამოყენება და ეს არ უნდა იქნას გამოყენებული პაუზისთვის, ხელახლა შეიარაღებისა და თავდასხმისთვის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის ხელახლა შეიარაღება და თავდასხმა, ხოლო შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ევროკავშირის ჩართულობა აუცილებელია.

კაია კალასი - ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის მიერ ხელახლა ძალის გამოყენება და ეს არ უნდა იქნას გამოყენებული პაუზისთვის, ხელახლა შეიარაღებისა და თავდასხმისთვის
ინტერპრესნიუსი

ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის ხელახლა შეიარაღება და ხელახლა თავდასხმა,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ვარშავაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, რადოსლავ სიკორსკისთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანდრეი სიბიგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვერ ვიტყვით, უკრაინა და რუსეთი როდის და როგორ მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას. შეგვიძლია ვთქვათ, რა არის საჭირო, რათა ის რეალური გახდეს.

ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რათა შესაძლო იყოს მისი იმპლემენტაცია, საჭირო იქნება, რომ ევროკავშირი მისი ნაწილი იყოს. უსაფრთხოების გარანტიებიდან, სანქციებიდან, აღდგენიდან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებიდან დაწყებული, ევროკავშირის გვერდის ავლის გზა არ არსებობს.

ევროპას ძირეული უსაფრთხოების ინტერესები გააჩნია რუსეთთან დაკავშირებით. მედიატორი არ ვართ, მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს.

ომის დასრულების შესახებ ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა აღკვეთოს რუსეთის მიერ ხელახლა ძალის გამოყენება, და არ უნდა იქნას [რუსეთის მიერ] გამოყენებული პაუზისთვის ხელახლა შეიარაღებისთვისა და ხელახლა თავდასხმისთვის,” - განაცხადა კალასმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი უკრაინაში კონფლიქტზე: იქნება შეთანხმება, ეს იქნება დიდი შეთანხმება და ის უკრაინაზე ბევრად მეტს მოიცავს - მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ის შესაძლოა მთელ ევროპას შეეხოს, ეს იქნება დიდი და მშვენიერი შეთანხმებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები