ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 4 არასრულწლოვანი დააკავეს
შსს-ს ცნობით, თბილისში ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მათ მაღაზიებიდან პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, მოქალაქეს მობილური გასტაცეს და სხეულის დაზიანება მიაყენეს, რამაც 15 000 ლარზე მეტი ზარალი შეადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და ფულადი თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კამერების და ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა, ხოლო კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა, ქურდობის გარდა, მოქალაქეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებს ჯამში 15 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 19-178-ე, 177-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და ფულადი თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კამერების და ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა, ხოლო კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა, ქურდობის გარდა, მოქალაქეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებს ჯამში 15 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოთხივე არასრულწლოვანი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 19-178-ე, 177-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…