თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა და სამართალდამცავი საქმიანობის თანმხლებ პასუხისმგებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა, - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
შეხვედრას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორი გიორგი სახოკია ესწრებოდა.
ვაჟა სირაძემ მსმენელებთან პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მნიშვნელობაზე, ასევე სამართალდამცავი საქმიანობის თანმხლებ პასუხისმგებლობებზე ისაუბრა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, პოლიციელთა ყოველდღიური მუშაობის სპეციფიკასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრის დასასრულს ვაჟა სირაძემ მსმენელების შეკითხვებს უპასუხა, მათ საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…