პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა და სამართალდამცავთა გამოწვევებსა და პრაქტიკულ უნარებზე ისაუბრა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა
იმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორი გიორგი სახოკია ესწრებოდა.

ვაჟა სირაძემ მსმენელებთან პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მნიშვნელობაზე, ასევე სამართალდამცავი საქმიანობის თანმხლებ პასუხისმგებლობებზე ისაუბრა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, პოლიციელთა ყოველდღიური მუშაობის სპეციფიკასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრის დასასრულს ვაჟა სირაძემ მსმენელების შეკითხვებს უპასუხა, მათ საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით პოლიციამ 4 არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა - შსსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები