პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

AFP-ის დათვლით, საფრანგეთის პოლიციის მიერ გამოყენებულმა რეზინის ტყვიების გამშვებმა აპარატებმა თუ ყუმბარებმა, სულ მცირე, 20 ადამიანი - მათ შორის მრავალი მოზარდი - მძიმედ დააშავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე დაშავებული მოქალაქეების ადვოკატები შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. AFP-ის მონაცემებით, პოლიციის მხრიდან რეზინის ტყვიებისა და ყუმბარების გამოყენებამ სულ მცირე 20 ადამიანი, მათ შორის მოზარდები, მძიმედ დააშავა.

AFP-ის დათვლით, საფრანგეთის პოლიციის მიერ გამოყენებულმა რეზინის ტყვიების გამშვებმა აპარატებმა თუ ყუმბარებმა, სულ მცირე, 20 ადამიანი - მათ შორის მრავალი მოზარდი - მძიმედ დააშავა
რუსთავი 2

საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაშავებული, სულ მცირე, 18 ადამიანის ადვოკატებმა 6 ნოემბერს განაცხადეს, რომ სარჩელს შეიტანენ შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ, პოლიციის სავარაუდო სასტიკი ქმედებების გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხზე.

საფრანგეთის მოქალაქეები აღშფოთებული არიან მოზარდების მიმართ პოლიციის სავარაუდო სასტიკი მოპყრობითა და ცხოვრების გაძვირებით. უფლებადამცველებმა დაადანაშაულეს პოლიცია ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში საპროტესტო აქციების დროს.

“ჩვენ ახლა აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ყურადღების ცენტრში გვყავდეს პირი, რომელიც პასუხისმგებელია ამ დასახიჩრებებსა და მასობრივ დაზიანებებზე, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი”, - განაცხადა ადვოკატმა არიე ალიმიმ პრესკონფერენციაზე. მანვე თქვა, რომ ადვოკატები საჩივარს შეიტანენ რესპუბლიკის მართლმსაჯულების სასამართლოში (CJR), ერთადერთ სასამართლოში, რომელსაც ძალუძს მთავრობის მოქმედი წევრების წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვა.

“ჩვენ კოლექტიურად შეგვაქვს საქმე CJR-ში ბატონ ლორან ნუნიესის წინააღმდეგ იმ ბრძანებების გამო, რომლებიც მან გასცა ისეთი იარაღის გამოყენებაზე, რომლის სასტიკი ბუნებაც მისთვის ცნობილია - რომელსაც ის იცნობს, როგორც საბრძოლო იარაღს, რომელიც იცის, რომ არ უნდა იქნეს გამოყენებული მასის კონტროლისთვის და რომელიც, მან იცის, რომ ევროპის არცერთ სხვა ქვეყანაში არ გამოიყენება”, - თქვა ალიმიმ.

მათი კლიენტებიდან ათამდე პირმა განაცხადა თანხმობა, ხელი მოაწეროს ამ კოლექტიურ საჩივარს, აღნიშნეს ადვოკატებმა.

AFP-ის დათვლის თანახმად, პოლიციის მიერ გამოყენებულმა რეზინის ტყვიების გამშვებმა აპარატებმა თუ ყუმბარებმა, სულ მცირე, 20 ადამიანი - მათ შორის მრავალი მოზარდი - მძიმედ დააშავა სექტემბრის შუა რიცხვებიდან გამართული საპროტესტო აქციების დროს,

საქმესთან დაახლოებული წყაროს ცნობით, 30 ოქტომბრის მონაცემებით, პოლიციამ დაიწყო 105 შიდა გამოძიება პოლიციის სასტიკი ქმედებების შესახებ არსებულ ბრალდებებზე, მათგან 52 უკავშირდებოდა უფროსკლასელთა მოძრაობას, 48 - 17 და 18 ოქტომბერს მასობრივი საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას, ხოლო ხუთი - 24 ოქტომბრის ინციდენტებს. პოლიცია მკაცრად მოქმედებდა ასევე 31 ოქტომბრის აქციების დროს და მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე სამართალდამცველებმა 565 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინებოდა AFP. მინისტრმა ლორან ნუნიესმა მაშინ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციებმა ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა, ულტრამემარცხენე ჯგუფების წარმომადგენლებმა პოლიციის წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესია და „საშინელი ძალადობა“ გამოიყენეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიფრანგი ადვოკატები შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივლებენ დემონსტრანტთა „დასახიჩრების“ გამო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ კოლექტიურად შეგვაქვს საქმე CJR-ში ბატონ ლორან ნუნიესის წინააღმდეგ იმ ბრძანებების გამო, რომლებიც მან გასცა ისეთი იარაღის გამოყენებაზე, რომლის სასტიკი ბუნებაც მისთვის ცნობილია - რომელსაც ის იცნობს, როგორც საბრძოლო იარაღს, რომელიც იცის, რომ არ უნდა იქნეს გამოყენებული მასის კონტროლისთვის და რომელიც, მან იცის, რომ ევროპის არცერთ სხვა ქვეყანაში არ გამოიყენება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფრანგი ადვოკატები შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივლებენ დემონსტრანტთა „დასახიჩრების“ გამოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები