პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფრანგი ადვოკატები შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივლებენ დემონსტრანტთა „დასახიჩრების“ გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფრანგი ადვოკატები შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესს აქციებზე დემონსტრანტთა დასახიჩრების გამო სასამართლოში უჩივლებენ. ადვოკატ არიე ალიმის განცხადებით, მინისტრმა გასცა ბრძანება საბრძოლო იარაღის გამოყენებაზე, რომლის შედეგადაც ათობით მოქალაქე მძიმედ დაშავდა.

ფრანგი ადვოკატები შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივლებენ დემონსტრანტთა „დასახიჩრების“ გამო
რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ბოლო კვირებში შეძრა უფროსკლასელთა დემონსტრაციებმა და მასობრივმა საპროტესტო აქციებმა, ცენტრისტი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოსალოდნელი გადარჩევის - საპრეზიდენტო კენჭისყრამდე ექვს თვეზე ნაკლები ხნით ადრე. ამ ფონზე, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში უკიდურესი მემარჯვენეები ლიდერობენ.

უფროსკლასელთა მოძრაობა, რომელიც დაიწყო უკეთესი სასწავლო პირობების მოთხოვნით, გაფართოვდა და საზოგადოების სხვა ნაწილებიც მოიცვა. საფრანგეთის მოქალაქეები აღშფოთებული არიან მოზარდების მიმართ პოლიციის სავარაუდო სასტიკი მოპყრობითა და ცხოვრების გაძვირებულით.

უფლებადამცველებმა დაადანაშაულეს პოლიცია ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში საპროტესტო აქციების დროს.

“ჩვენ ახლა აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ყურადღების ცენტრში გვყავდეს პირი, რომელიც პასუხისმგებელია ამ დასახიჩრებებსა და მასობრივ დაზიანებებზე, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი”, - განაცხადა ადვოკატმა არიე ალიმიმ პრესკონფერენციაზე.

მან თქვა, რომ ადვოკატები საჩივარს შეიტანენ რესპუბლიკის მართლმსაჯულების სასამართლოში (CJR), ერთადერთ სასამართლოში, რომელსაც ძალუძს მთავრობის მოქმედი წევრების წინააღმდეგ აძღრული საქმეების განხილვა.

“ჩვენ კოლექტიურად შეგვაქვს საქმე CJR-ში ბატონ ლორან ნუნიესის წინააღმდეგ იმ ბრძანებების გამო, რომლებიც მან გასცა ისეთი იარაღის გამოყენებაზე, რომლის სასტიკი ბუნებაც მისთვის ცნობილია - რომელსაც ის იცნობს, როგორც საბრძოლო იარაღს, რომელიც იცის, რომ არ უნდა იქნეს გამოყენებული მასის კონტროლისთვის, და რომელიც, მან იცის, რომ ევროპის არცერთ სხვა ქვეყანაში არ გამოიყენება”, — თქვა ალიმიმ.

მათი კლიენტებიდან ათამდე პირმა განაცხადა თანხმობა, ხელი მოაწეროს ამ კოლექტიურ საჩივარს CJR-ის წინაშე, აღნიშნეს ადვოკატებმა.

პოლიციის მიერ გამოყენებულმა რეზინის ტყვიების გამშვებმა აპარატებმა თუ ყუმბარებმა სულ მცირე 20 ადამიანი - მათ შორის მრავალი მოზარდი - მძიმედ დააშავა სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული გამართული საპროტესტო აქციების დროს, AFP-ის დათვლის თანახმად.

საქმესთან დაახლოებული წყაროს ცნობით, 30 ოქტომბრის მონაცემებით, პოლიციამ დაიწყო 105 შიდა გამოძიება პოლიციის სასტიკი ქმედებების შესახებ არსებულ ბრალდებებზე,

მათგან 52 უკავშირდებოდა უფროსკლასელთა მოძრაობას, 48 - 17 და 18 ოქტომბერს მასობრივი საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას, ხოლო ხუთი - 24 ოქტომბრის ინციდენტებს.

31 ოქტომბრის აქციების დროს პოლიცია მკაცრად მოქმედებდა ასევე და მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე სამართალდამცველებმა 565 პირი დააკავეს.

ამის შესახებ იტყობინებოდა AFP-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. მინისტრმა, ლორანნუნიესმამაშინ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციებმა ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა, ულტრამემარცხენე ჯგუფების წარმომადგენლებმა პოლიციის წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესია და „საშინელი ძალადობა“ გამოიყენეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ახლა აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ყურადღების ცენტრში გვყავდეს პირი, რომელიც პასუხისმგებელია ამ დასახიჩრებებსა და მასობრივ დაზიანებებზე, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი“
არიე ალიმი
„ჩვენ კოლექტიურად შეგვაქვს საქმე CJR-ში ბატონ ლორან ნუნიესის წინააღმდეგ იმ ბრძანებების გამო, რომლებიც მან გასცა ისეთი იარაღის გამოყენებაზე, რომლის სასტიკი ბუნებაც მისთვის ცნობილია - რომელსაც ის იცნობს, როგორც საბრძოლო იარაღს, რომელიც იცის, რომ არ უნდა იქნეს გამოყენებული მასის კონტროლისთვის, და რომელიც, მან იცის, რომ ევროპის არცერთ სხვა ქვეყანაში არ გამოიყენება“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„მიუღებელი ძალადობის კლიმატი, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ“ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციებზე 625 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 83 პოლიციელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები