პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სტუდენტები, მოსწავლეები, პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიები პარიზში მორიგ მასშტაბურ გაფიცვასა და მსვლელობას აანონსებენ - საფრანგეთში პროტესტი არ წყდება

საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე დაშავებული დემონსტრანტები პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ და შინაგან საქმეთა მინისტრს სასამართლოში უჩივიან.

სტუდენტები, მოსწავლეები, პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიები პარიზში მორიგ მასშტაბურ გაფიცვასა და მსვლელობას აანონსებენ - საფრანგეთში პროტესტი არ წყდება
რუსთავი 2

საფრანგეთში პროტესტი არ წყდება - სტუდენტები, მოსწავლეები, პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიები პარიზში დღეისთვის მორიგ მასშტაბურ გაფიცვასა და მსვლელობას აანონსებენ.

ქვეყანაში თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარე დემონსტრაციებზე დაშავებული 10-მდე დემონსტრანტი, პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს და სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივის.

გარდა ამისა, საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიო იტყობინება, რომ 10 000-ზე მეტ ქალს ცრემლსადენი გაზის ზემოქმედებით გამოწვეული ჰორმონალური დარღვევები აღენიშნება.

რეზინის ტყვიებისა და ხელყუმბარების გამოყენების შედეგად, 20-მდე მომიტინგემ, მათ შორის არასრულწლოვნებმა, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღეს - დაფიქსირდა ხელისა და თვალის დაკარგვის შემთხვევები.

ბრალდებებს უარყოფს შინაგან საქმეთა მინისტრი და აცხადებს, რომ სამართალდამცველები კანონის ფარგლებში, პროპორციული ძალით მოქმედებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში სტუდენტები და მოსწავლეები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ - ქვეყნის მასშტაბით ათობით სკოლა და უნივერსიტეტია დაბლოკილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები