ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
სერია A-ს მე-11 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ გასვლაზე „ვენეციასთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრაში 64-ე წუთიდან მიიღო მონაწილეობა და 76-ე წუთზე გატანის რეალური შანსი ჰქონდა.

სერია A-ს მე-11 ტურში „უდინეზე“, რომელსაც კოსტა რუნიაიჩის ნაცვლად პაოლო ძანეტი ჩაუდგა სათავეში, გასვლაზე „ვენეციასთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 76-ე წუთზე კარგი მომენტი ჰქონდა - მცველის შეცდომის შედეგად კარიდან წინ გამოსულ მეკარე ფილიპ სტანკოვიჩს ვერ გადაუგდო ბურთი თავზე. ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.4, Whoscored 6.2, Flashscore 6.2.
„უდინეზე“ 5 ქულით აუტსაიდერია (ვენეცია 6 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა) და 22 ნოემბერს გასვლაზე „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.
ვენეცია. „პიერლუიჯი პენცო“
ვენეცია - უდინეზე 2:1
გოლები: 1:0 ბაშიჩი (53), 1:1 მორენო (57, საკ. კარში), 2:1 კიკე პერესი (65)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…