ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სერია A-ს მერვე ტურში „უდინეზე“ საკუთარ მოედანზე „მილანთან“ 0:2 დამარცხდა და ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა. მასპინძელთა ნახევარმცველმა ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

სერია A-ს მერვე ტურში „უდინეზე“ საკუთარ მოედანზე „მილანთან“ 0:2 დამარცხდა.
სტუმრები დებიუტში პულიშიჩმა დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, თუმცა უმეტესად უხიფათოდ უტევდნენ, „მილანი“ კი უფრო მწვავე კონტრიერიშებით პასუხობდა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ჰატჩინსონმა ანგარიში გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
უდინელთა ნახევარმცველი ჩაკვეტაძე პირველ ტაიმში ცენტრიდან უტევდა, მეორე ტაიმში მარცხნიდან, საკმაოდ აქტიური იყო, შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან თავისი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: Sofascore 7.0, Flashscore 6.7, Whoscored 6.6.
„უდინეზემ“ ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა, 4 ქულით მე-17 ადგილზეა და 28 ოქტომბერს გასვლაზე „პარმას“ დაუპირისპირდება.
უდინე. „ფრიული“
უდინეზე - მილანი 0:2
გოლები: 0:1 პულიშიჩი (6), 0:2 ჰატჩინსონი (65)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…