პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, კონკრეტულ მონაკვეთებზე, მოასფალტების სამუშაოებია დაწყებული

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის კონკრეტულ მონაკვეთებზე მოასფალტება დაიწყო და პირობა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, აუცილებლად შესრულდება.

კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, კონკრეტულ მონაკვეთებზე, მოასფალტების სამუშაოებია დაწყებული
BM.GE

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, კონკრეტულ მონაკვეთებზე, მოასფალტების სამუშაოებია დაწყებული. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

როგორც მან აღნიშნა, თბილისელებისთვის მიცემული პირობა, რომ რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, აუცილებლად შესრულებული იქნება.

„სამუშაოები რუსთაველის გამზირზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე კონკრეტულ მონაკვეთებზე დაწყებულია მოასფალტება. კერძოდ, ზეთისხილის ხიდან ლაღიძის ქუჩამდე, ასევე, თავისუფლების მოედნიდან 9 აპრილის ქუჩამდე. ქვედა ფენებში ხდება კონკრეტული გზის მონაკვეთების მოქცევა. იმ პირველ მონაკვეთზე, რომელიც გავხსენით, ჭოველიძისა და ელბაქიძის აღმართამდე არსებულ გზის ნაწილზე, დაწყებულია საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. მზადდება იმისთვის, რომ ასფალტის ბოლო ფენა დაიგოს. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა და, რა თქმა უნდა, ეს პირობა შესრულებული იქნება. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე დაიწყება გამწვანების სამუშაოები. მიმდინარეობს ტროტუარის მოპირკეთება, ახალი განათების ბოძები დამონტაჟდება და ძალიან ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც ყველა სამუშაო დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო
  2. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო
  3. TV პირველიოპოზიციურიკალაძე პირობას დებს, რომ ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულებული იქნება
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები