პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მოასფალტება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა, რომ სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, აუცილებლად შესრულდება.

კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო
იმედინიუსი

რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაწყებულია. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

როგორც მან აღნიშნა, თბილისელებისთvის მიცემული პირობა, რომ რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, აუცილებლად შესრულებული იქნება.

„სამუშაოები რუსთაველის გამზირზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე კონკრეტულ მონაკვეთებზე დაწყებულია მოასფალტება. კერძოდ, ზეთისხილის ხიდან ლაღიძის ქუჩამდე, ასევე, თავისუფლების მოედნიდან 9 აპრილის ქუჩამდე. ქვედა ფენებში ხდება კონკრეტული გზის მონაკვეთების მოქცევა. იმ პირველ მონაკვეთზე, რომელიც გავხსენით, ჭოველიძისა და ელბაქიძის აღმართამდე არსებულ გზის ნაწილზე, დაწყებულია საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. მზადდება იმისთვის, რომ ასფალტის ბოლო ფენა დაიგოს. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა და, რა თქმა უნდა, ეს პირობა შესრულებული იქნება. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე დაიწყება გამწვანების სამუშაოები. მიმდინარეობს ტროტუარის მოპირკეთება, ახალი განათების ბოძები დამონტაჟდება და ძალიან ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც ყველა სამუშაო დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. BM.GEოპოზიციურიკახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე, კონკრეტულ მონაკვეთებზე, მოასფალტების სამუშაოებია დაწყებული
  2. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო
  3. TV პირველიოპოზიციურიკალაძე პირობას დებს, რომ ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულებული იქნება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები