ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთობის“ პრეზენტაციაზე გამოჩნდა

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

მოსკოვში ფონდი „რუსებისა და ქართველების ერთობა“ დაფუძნდა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ფონდის ხელმძღვანელმა მამუკა ფიფიამ განაცხადა, რომ მიზანი რუსეთში მცხოვრები ქართველების რუსეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალურობის გაზრდაა.

ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთობის“ პრეზენტაციაზე გამოჩნდა
ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთობის“ პრეზენტაციაზე გამოჩნდანეტგაზეთი

დღეს, 28 ოქტომბერს, მოსკოვში გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის შესახებ, რომლის დროსაც შეიქმნა ფონდი „რუსებისა და ქართველების ერთობა“.

ფონდის ერთე-ერთი დამფუძნებელი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეა, რომელიც დღევანდელ პრეზენტაციას დაესწრო.

ბოლოს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსულ მედიაში გასულ თვეში გამოჩნდა, როცა მან რუსეთში მოხალისეთა მრავალეროვანი დანაყოფის „გეორგიევსკის“ ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა.

ფონდის ხელმძღვანელი პრორუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მამუკა ფიფიაა. ფონდის დამაარსებლების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია „ქვეყნებს შორის კავშირების განვითარება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“.

ფონდის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე და ბიზნესმენი რომან ბოკერია.

მოსკოვში გამართული მრგვალი მაგის მონაწილეებმა შესთავაზეს რუსეთის პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას ქვეყნებს შორის კავშირების განვითარების ინიციატივებით მიმართონ.

მათ შეთავაზებებს შორისაა: საქართველოში რუსული ენის შესწავლის ხელშეწყობა, რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნა და ლომისის ეკლესიაში ღვთისმსახურების აღდგენა.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტეგრირება რუსულ საზოგადოებაში და ისინი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიმართ ლოიალურები გავხადოთ“, — განუცხადა „სპუტნიკს“ მამუკა ფიფიამ.

ფიფიას განცხადებით, „დასავლეთის პროვოკაციების გამო, რომლებიც სააკაშვილის ხელით განხორციელდა“ ახლა ნდობა ორივე მხარისთვის შელახულია. თუმცა, მისი თქმით, ისე არ უნდა იყოს, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველების ნაწილი ღიად უჭერდეს მხარს სააკაშვილს.

„ეს პრობლემა მოსაგვარებელია. ამ ადამიანების ინტეგრირება ჩვენს საზოგადოებაშია საჭირო, რადგან ისინი ქართული ლიბერალური მედიით არიან მოწამლულნი და რუსეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალობის პრობლემა არსებობს. ასე არ უნდა იყოს. ხალხი აქ ცხოვრობს, ხალხი აქ მუშაობს, მათ შვილები აქ მუშაობენ და ისინი თითქოს სააკაშვილისა და მისი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იყურებიან. ჩვენ სწორედ იმის მიღწევა გვინდა, რომ ჩვენი ფონდი დამაკავშირებელ რგოლად იქცეს, რათა არასწორ გზაზე მყოფი მეტი ადამიანი რუსეთის მიმართულებით შევაბრუნოთ“, — განაცხადა ფიფიამ.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი. მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე საქართველოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.

პროკურატურის ვერსიით, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. დეტექტივის თანახმად, ე.წ. კანონიერი ქურდის, „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა – ირაკლი უსოიანმა ჯანგველაძის მკვლელობა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეუკვეთა.

ამასთან, ოთარ ფარცხალაძე უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მიერაა დასანქცირებული.

აშშ ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს. აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტეგრირება რუსულ საზოგადოებაში და ისინი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიმართ ლოიალურები გავხადოთ“
მამუკა ფიფია
„ეს პრობლემა მოსაგვარებელია. ამ ადამიანების ინტეგრირება ჩვენს საზოგადოებაშია საჭირო, რადგან ისინი ქართული ლიბერალური მედიით არიან მოწამლულნი და რუსეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალობის პრობლემა არსებობს. ასე არ უნდა იყოს. ხალხი აქ ცხოვრობს, ხალხი აქ მუშაობს, მათ შვილები აქ მუშაობენ და ისინი თითქოს სააკაშვილისა და მისი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იყურებიან. ჩვენ სწორედ იმის მიღწევა გვინდა, რომ ჩვენი ფონდი დამაკავშირებელ რგოლად იქცეს, რათა არასწორ გზაზე მყოფი მეტი ადამიანი რუსეთის მიმართულებით შევაბრუნოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოსკოვში ფარცხალაძის მონაწილეობით დაფუძნდა ორგანიზაცია "რუსების და ქართველების ერთობა"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები