პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო უწყებების დაფინანსება, პენსიების, ხელფასების და სოციალური თანხების მობილიზება - ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი გადაუგზავნა, რომლის მიხედვითაც ხარჯები 38 მილიარდ 243 მილიონ ლარამდე იზრდება, მათ შორის 70 წელს გადაცილებულთა პენსია 555 ლარი გახდება, ხოლო საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.

სახელმწიფო უწყებების დაფინანსება, პენსიების, ხელფასების და სოციალური თანხების მობილიზება - მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირებული ვარიანტი მთავრობამ პარლამენტს მეორე მოსმენისთვის გადაუგზავნა. გადამუშავებული პროექტი ბიუჯეტის ზრდას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ითვალისწინებს. 38 მილიარდ 243 მილიონი ლარი სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისთვის დაიხარჯება.

2027 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებით ეკონომიკური ზრდა 5%-ით განისაზღვრა. 30 მილიარდ ლარამდეა გათვალისწინებული ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც. კორექტირებულ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილია საპენსიო ხარჯები. 70 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის პენსია 60 ლარით იზრდება და 555 ლარს შეადგენს. 415 ლარს მიიღებენ 70 წლამდე პენსიონერები. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებისთვის კი 20 პროცენტიანი დანამატებია გათვალისწინებული.

საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 2027 წლისთვის 29 მილიარდ 875 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც საპროგნოზო მოცულობას 2 მილიარდ 25 მილიონით აჭარბებს. ბიუჯეტის მიხედვით, კლება დაფიქსირდება ინფლაციის მიმართულებით, რაც ნიშნავს ,რომ მაჩვენებელი 3%-ან ნიშნულს დაუბრუნდება. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მთლიანად მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული.

ბიუჯეტში თანხები ძირითადად ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებზე გაიწერა. 882 მილიონ ლარს შეადგენს პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები. შრომის ანაზღაურების ფონდი კი 468 მილიონი ლარით გაიზრდება. მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდის მიუხედავად, ოპოზიციაში მაინც იმას ამბობენ, რომ ფინანსური დოკუმენტი ხალხზე უნდა იყოს ორიენტირებული.

მაღალი ეკონომიკური ზრდა რომ დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას ქმნის, საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბიუჯეტის ზრდა ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.

ფინანსურ დოკუმენტს კანონმდებლები საბიუჯეტო კომიტეტზე მომავალი კვირიდან განიხილავენ და მეორე მოსმენით მიიღებენ. პროექტი შემდეგ ისევ მთავრობას გადაეგზავნება. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოკორექტირებული ბიუჯეტი გულისხმობს ადამიანებზე მორგებას და დაგეგმვას, შესაბამისად, ეს იქნება სხვადასხვა სოციალური დახმარება, პენსიები თუ ჯანდაცვის პროგრამები, მაქსიმალურად გათვალისწინებულია - ნინო წილოსანი
  2. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი კაკაურიძე სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტზე: წელს დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა არის, რაც დამატებით შემოსავლებს იძლევა, როგორც პენსიის ზრდის, ისევე ჯანდაცვის, თავდაცვისა და პოლიციის მიმართულებებით
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პირების - 20 ლარით გაიზრდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები