პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კორექტირებული ბიუჯეტი გულისხმობს ადამიანებზე მორგებას და დაგეგმვას, შესაბამისად, ეს იქნება სხვადასხვა სოციალური დახმარება, პენსიები თუ ჯანდაცვის პროგრამები, მაქსიმალურად გათვალისწინებულია - ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტი

მთავრობამ პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი წარადგინა, სადაც ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები 1 მილიარდ ლარზე მეტით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 555 ლარამდე იზრდება. ნინო წილოსანის განცხადებით, კორექტირებული ბიუჯეტი მაქსიმალურად ადამიანებზეა მორგებული.

მთავრობამ პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დააბრუნა.

რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5%-ია, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია მილიარდ ლარზე მეტით. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით. ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ისახება იმ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს.

"ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ისახება იმ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს. კორექტირებული ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, გულისხმობს შემოსავლების მიხედვით, ბიუჯეტის მაქსიმალურად ადამიანებზე მორგებას და დაგეგმვას, შესაბამისად, ეს იქნება სხვადასხვა სოციალური დახმარება, პენსიები თუ ჯანდაცვის პროგრამები, ეს მაქსიმალურად არის გათვალისწინებული კორექტირებულ ვერსიაში. საკომიტეტო განხილვები, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ დეტალურად იყოს განხილული რა არის მთავრობის მხრიდან შემოთავაზებული, თუმცა ყველა პრიორიტეტი, რაც ჩვენს გაცხადებულ პოლიტიკაში არის, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ისახება ბიუჯეტის პროექტში", - აცხადებს ნინო წილოსანი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების მოცულობა განსაზღვრულია 29 მილიარდ 875 მილიონი ლარის ოდენობით, რაც პირველად ვარიანტთან შედარებით, 355 მლნ ლარითაა გაზრდილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები