ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაია კალასი - ცდილობთ, დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ თუ გვსურს ამ ომის დასრულება, აგრესორზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ბრიუსელი ცდილობს დაარწმუნოს აშშ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაში, თუმცა ამერიკელ მოკავშირეებთან შეთანხმება საკმაოდ რთულია.

კაია კალასი - ცდილობთ, დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ თუ გვსურს ამ ომის დასრულება, აგრესორზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ
კაია კალასი - ცდილობთ, დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ თუ გვსურს ამ ომის დასრულება, აგრესორზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთინტერპრესნიუსი

უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ზამთარი გადაიტანოს, რადგან ზამთარი მკაცრი იქნება. რუსეთის მხრიდან ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ მათ ომის შეწყვეტა სურთ, ან მზად არიან რაიმე სახის ზავისთვის თუ მშვიდობისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„აუცილებელია დავეხმაროთ უკრაინელებს გადარჩენასა და საკუთარი ქვეყნის დაცვაში. რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ საჰაერო თავდაცვა. ეს სრულიად ცხადია. ასევე, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა მკაფიოდ გაიგოს გზავნილი: ომის დასასრულებლად მათ მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ”, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს, რათა რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს.

„იმედი გვაქვს, რომ ამას მთელ მსოფლიოში ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ”, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს ამერიკელი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ თუ ომის დასრულება სურთ, აგრესორზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.

„ვცდილობთ, დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ თუ გვსურს ამ ომის დასრულება, აგრესორზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ. საქმე მხოლოდ ამ ომის დასრულებას არ ეხება - უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა მომავალში სხვა ომები აღარ წამოიწყოს. სწორედ ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მოვამზადე ევროპული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ჩვენი ჩამონათვალი. ეს სია რუსეთს უნდა წარვუდგინოთ; არ შეიძლება მათ ის ყველაფერი მივცეთ, რაც აინტერესებთ, სანაცვლოდ კი რუსეთის მხრიდან რაიმე სახის დათმობები არ მივიღოთ. თუმცა, როგორც ხედავთ, ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ამ საკითხზე შეთანხმება საკმაოდ რთულია”, - აღნიშნა კალასმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი: ახლა არ არის მოსკოვზე ზეწოლის შემსუბუქების დროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები