მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის ახალ ელჩს შეხვდა, სადაც მხარეებმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, „შუა დერეფნის“ განვითარებასა და საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ტალგატ ადუოვთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ახლო მომავალში ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობას.
ყურადღება ასევე გამახვილდა „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…