პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის ახალ ელჩს, ტალგატ ადუოვს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობა, „შუა დერეფანი“, სავაჭრო კავშირები და ახლო მომავალში ყაზახეთის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტი.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
იმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან ტალგატ ადუოვთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მსჯელობა შეეხო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ახლო მომავალში ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესაძლებლობას.

ყურადღება ასევე გამახვილდა „შუა დერეფნის“ განვითარების მხრივ თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
  2. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები