RMC Sport: "კვარას" ტრავმა პსჟ-სთვის მძიმე დარტყმაა - კონტრაქტის გასაგრძელებლად ფინანსურ კომპრომისს უნდა მიაღწიონ
სპორტულ მიმომხილველ ფაბრის ჰოკინსის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა „პსჟ“-სთვის მძიმე დარტყმაა და ის მოედანს სავარაუდოდ მომავალ სეზონში დაუბრუნდება, თუმცა კლუბი ქართველ გარემარბთან კონტრაქტის 2032 წლამდე გაგრძელებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს.

RMC Sport-ზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ცნობილმა სპორტულმა მიმომხილველმა ფაბრის ჰოკინსმა ისაუბრა:
„კვარას“ ტრავმა გუნდისთვის მძიმე დარტყმაა. თუ რაიმე მოულოდნელობა არ მოხდა, მოედანს მომავალ სეზონში დაუბრუნდება. ოპერაცია უახლოეს 10 დღეშია დაგეგმილი. მისი დაბრუნების დაახლოებითი ვადა ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდება ცნობილი.
მიუხედავად ამისა, კლუბი კონტრაქტის 2032 წლის ზაფხულამდე გაგრძელებაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს, რომელიც უკვე დაწყებულია. მხარეებმა ფინანსური საკითხის განხილვა დაიწყეს და პირობებზე კომპრომისს უნდა მიაღწიონ. ქართველმა ფეხბურთელმა იცის, რომ ბოლო ორი სეზონის, განსაკუთრებით გასული სეზონის მაღალ დონეზე ჩატარების შედეგად, მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავის მხრივ, კლუბის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, სახელფასო განაკვეთზე გარკვეული კონტროლი და ფინანსური პარამეტრები შეინარჩუნოს. ეს „პარი სენ ჟერმენისთვის“ მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მიუხედავად მოლაპარაკებების პროცესში შექმნილი პაუზისა, სურს თავისი გარემარბი გუნდს ხანგრძლივვადიანი პერსპექტივით დაუკავშიროს.
ვინ შეცვლის „კვარას“ და როგორ მოარხერხებენ ასეთი საკვანძო ფიგურის გარეშე ფონს გასვლას? პირველ რიგში საკუთარი კადრების იმედი გააჩნიათ. ხვიჩას არყოფნისას მიკა გოდტსი, მაგნეს აკლიუში და ფერან ტორესი ავტომატურად მეტ სათამაშო დროს მიიღებენ. განსაკუთრებით მაღალი მოლოდინები უკავშირდება გოდტსსა და აკლიუშს, რომლებიც საიერიშო ფაზაში დამატებითი შემოქმედებითი გადაწყვეტილებების შესათავაზებლად მიიყვანეს. თუ უახლოეს პერიოდში მათ თავი ვერ წარმოაჩინეს, კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შემტევის დამატების შესაძლებლობას განიხილავს. ყველაფერი დასახელებულ ფეხბურთელთა ეფექტურობასა და ბაზარზე ხელმისაწვდომ მოთამაშეებზე იქნება დამოკიდებული“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.