პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბექა ძამაშვილი: ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს

იუსტიციის სამინისტრო

ბექა ძამაშვილის განცხადებით, ბოლო 15 წელიწადში ევროპულ სასამართლოში საჩივრების რაოდენობა 93%-ით შემცირდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ სტრასბურგს არცერთ საქმეზე არ დაუდგენია დარღვევა, სადაც პრობლემად საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა სახელდებოდა.

ბექა ძამაშვილი: ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს
იმედინიუსი

ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, რაც, თავის მხრივ, ძალიან თვალსაჩინო რიცხვია. აღსანიშნავია გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ შესული საჩივრების რაოდენობაც - ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29 სახელმწიფოს და მათგან ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს. ამასთან, 2012 წლის შემდეგ ევროპულ სასამართლოს არცერთ საქმეზე არ დაუდგენია დარღვევა, სადაც პრობლემად დასახელებულა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის შედეგების კომენტირებისას.

ბექა ძამაშვილის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებისთვის ყველაზე ობიექტური და სწორი საშუალება სტრასბურგის სასამართლოში არსებული სტატისტიკის და პრაქტიკის ანალიზია. ამ მაჩვენებლებით კი საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს.

„დღეს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა სრულად შეესაბამება ამ რეალობას. ისიც უნდა ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ ძალიან ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაციას „Ipsos France“ დაუკვეთა კვლევა სასამართლოს დამოუკიდებლობის აღქმის თაობაზე და ამ მაჩვენებლითაც საქართველოს მონაცემი თითქმის 10%-ით აღემატებოდა ევროკავშირში არსებულ საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობობექა ძამაშვილი: ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა სრულად შეესაბამება ამ რეალობას. ისიც უნდა ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ ძალიან ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაციას „Ipsos France“ დაუკვეთა კვლევა სასამართლოს დამოუკიდებლობის აღქმის თაობაზე და ამ მაჩვენებლითაც საქართველოს მონაცემი თითქმის 10%-ით აღემატებოდა ევროკავშირში არსებულ საშუალო მაჩვენებელს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბექა ძამაშვილი: ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები