პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ნატო

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობის შეფასებით საქართველომ 59%-ით ევროპაში მე-15 ადგილი დაიკავა და ევროკავშირისა და ნატოს 15 წევრ ქვეყანას გაასწრო.

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
რუსთავი 2

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გამოკითხვის საფუძველზე კანონის უზენაესობა შეფასდა ორი მიმართულებით: სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა დავების გადაწყვეტისას.

შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 59%-ი აიღო და ევროპაში მე-15 ადგილი დაიკავა. საქართველომ გაასწრო ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ 2 ქვეყანას. ეს სახელმწიფოებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ლატვია, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოსასამართლოს დამოუკიდებლობითა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასამართლოს დამოუკიდებლობითა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები