პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა

იუსტიციის სამინისტრო

საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა და ქართული ინოვაციები, ციფრული ტრანსფორმაცია და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

გაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა.

შეხვედრები საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.

სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს საჯარო მმართველობის ექსპერტთა კომიტეტის წევრ როლფ ალტერთან იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება გაერო-ს მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი და აღნიშნა, რომ გაერო-ს ექსპერტთა კომიტეტსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანი მექანიზმია თანამედროვე და ინკლუზიური საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარასკევ ხარალამპოგიანთან ლანა მორგოშიამ ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები განიხილა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმატებულ ინოვაციებზე, რომლებმაც მოქალაქეებისთვის საჯარო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

სლოვაკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიზაციის სამინისტროს გენერალურ მდივან იან გაიდოშთან შეხვედრის ძირითადი თემა იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინსტიტუციური მოდერნიზაციისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით. საუბარი შეეხო ქართულ ინოვაციებს - იუსტიციის სახლებს, მობილურ იუსტიციის სახლს, მომსახურების ერთიან პორტალს, აგრეთვე, ინოვაციურ სერვისს „გონიერი კონტრაქტი“.

შეხვედრებს ესწრებოდნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოიუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია გაერო-ს ინოვაციების სამიტში მონაწილეობს
  2. რუსთავი 2სამთავრობოიუსტიციის მინისტრის მოადგილე საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტში მონაწილეობს
  3. რუსთავი 2სამთავრობოგაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა
  4. რუსთავი 2სამთავრობობაქოში, გაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბაქოში, გაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები