ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და საჯარო სექტორის დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტისა და უნგრეთის ციფრული სააგენტოს წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე, გამოცდილების გაზიარებაზე, ინოვაციურ სერვისებსა და ტექნოლოგიების დანერგვაზე ისაუბრეს.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართარუსთავი 2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (EPSA) 2025-2026 წლების ღონისძიებაში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და მისი მოადგილე დავით ვარდოსანიძე საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (EIPA) გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დოქტორ კლაუდიო მატერას შეხვდნენ. მხარეებმა საჯარო ადმინისტრირების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. კლაუდიო მატერა გაეცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. საუბარი შეეხო იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ევროპულ ქვეყნებში სასწავლო ვიზიტების, პროფესიული გაცვლითი პროგრამებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ორგანიზებას. მხარეებმა, ასევე, განიხილეს EIPA-ს ექსპერტების საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ იუსტიციის სახლის საქმიანობასა და ინოვაციურ სერვისებს.

შეხვედრა შედგა უნგრეთის ციფრული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველ პიტერ ვიდოსთანაც, სადაც მხარეებმა ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე ისაუბრეს. პიტერ ვიდოსი გაეცნო იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის პროექტებს, მათ შორის, იუსტიციის სახლში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს. მხარეები ურთიერთთანამშრომლობასა და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"მობილურ იუსტიციის სახლს" ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები