პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბაქოში, გაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა

იუსტიციის სამინისტრო

ბაქოში, გაერო-ს საჯარო მმართველობის ინოვაციების სამიტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებსა და გაეროს ექსპერტთა კომიტეტის წევრებს შეხვდა, სადაც ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაციური სახელმწიფო სერვისები განიხილეს.

ბაქოში, გაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა. შეხვედრები საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.

მორგოშია გაერო-ს საჯარო მმართველობის ექსპერტთა კომიტეტის წევრებს, საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და სლოვაკეთის ინვესტიციების და რეგიონული განვითარების სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა.

"ვისაუბრეთ ინოვაციური სერვისებისა და ადმინისტრაციული პროცესების განვითარებაზე. საუბარი შეეხო ასევე ციფრულ ტრანსფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას. პარტნიორების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იუსტიციის სამინისტროს იმ ინოვაციურმა პროექტებმა, რამაც ჩვენი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა," - განაცხადა ლანა მორგოშიამ.

კომენტარი გააკეთა გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (UNCEPA) 25-ე სესიის თავმჯდომარე, როლფ ალტერმა.

"ეს იყო ინტენსიური დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი საერთო ხედვა აღმოვაჩინეთ. განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ მრავალმხრივი თანამშრომლობა. ერთიანი მოქმედება უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად გაცილებით დიდ შედეგს იძლევა, ვიდრე დაყოფა, იზოლაცია და პოლარიზაცია" - აღნიშნა როლფ ალტერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოიუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია გაერო-ს ინოვაციების სამიტში მონაწილეობს
  2. რუსთავი 2სამთავრობოიუსტიციის მინისტრის მოადგილე საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტში მონაწილეობს
  3. რუსთავი 2სამთავრობოგაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა
  4. იმედინიუსისამთავრობოგაერო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვისაუბრეთ ინოვაციური სერვისებისა და ადმინისტრაციული პროცესების განვითარებაზე. საუბარი შეეხო ასევე ციფრულ ტრანსფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას. პარტნიორების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იუსტიციის სამინისტროს იმ ინოვაციურმა პროექტებმა, რამაც ჩვენი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა,“
ლანა მორგოშია
„ეს იყო ინტენსიური დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი საერთო ხედვა აღმოვაჩინეთ. განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ მრავალმხრივი თანამშრომლობა. ერთიანი მოქმედება უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად გაცილებით დიდ შედეგს იძლევა, ვიდრე დაყოფა, იზოლაცია და პოლარიზაცია“
როლფ ალტერი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტში მონაწილეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები