პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩვენი მიზანია, შევიმუშავოთ პრაქტიკული შეთანხმებები, ეს რთული სამუშაოა, მარტივი გამოსავალი არ არსებობს – კუშნერი

ნატო

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, მომავალ კვირას აბუ-დაბიში შეერთებული შტატები, თებერვლის შემდეგ პირველად, უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივ სამშვიდობო დისკუსიას გამართავს. მისი თქმით, მიზანი ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის პრაქტიკული შეთანხმებების შემუშავებაა.

ჩვენი მიზანია, შევიმუშავოთ პრაქტიკული შეთანხმებები, ეს რთული სამუშაოა, მარტივი გამოსავალი არ არსებობს – კუშნერი
ნეტგაზეთი

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა მნიშვნელოვანი განხილვა გამართა რამდენიმე ევროპელ ლიდერთან ისეთი ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის აუცილებლობაზე, რომელიც ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

ჯარედ კუშნერი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან პლატფორმა X-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც მიმდინარე დისკუსიების მიზნების შესახებ საუბრობს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩვენი მიზანი ისეთი პრაქტიკული შეთანხმებების შემუშავებაა, რომლებიც ყველა მხარის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას უზრუნველყოფს.

„30 წელზე მეტია, ევროპა და რუსეთი ცდილობენ მდგრადი უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნას. ათწლეულების განმავლობაში არსებული უნდობლობა, ერთმანეთის გამოწვევები უსაფრთხოების სფეროში და ამ ომის დამანგრეველი შედეგები ამ პროცესს განსაკუთრებით რთულ გამოწვევად აქცევს, თუმცა ის აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

ჩვენი მიზანია, შევამუშავოთ პრაქტიკული შეთანხმებები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა მხარის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას, შეამცირებს მომავალი კონფლიქტის რისკს და შექმნის უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოს“, – წერს კუშნერი.

კუშნერის თქმით, ხუთ ძირითად მიზანს ისახავენ: მუდმივ კონსულტაციებს უსაფრთხოების საკითხებზე, სანდო კრიზისულ კომუნიკაციებს, გაზრდილ სამხედრო გამჭვირვალობას, ესკალაციის რისკების შესამცირებელ ზომებს და გრძელვადიანი ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარ ჩარჩოს.

„ნებისმიერმა შეთანხმებამ სრულად უნდა სცეს პატივი თითოეული ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს. თითოეულ ქვეყანას შეუნარჩუნდება საკუთარ უსაფრთხოებასა და ალიანსებზე გადაწყვეტილების მიღების უფლება და არცერთ ქვეყანას არ ექნება ვეტოს უფლება სხვის სუვერენულ არჩევანზე. ნატო დარჩება ევროპული კოლექტიური თავდაცვის ცენტრში და ეს ინიციატივა დაეფუძნება არსებულ ინსტიტუციებსა და ვალდებულებებს.

ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს Shell Bay-ს ფორმატით უკრაინასთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად და გავაფართოებთ ჩართულობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველა შესაბამისი პერსპექტივისა და იდეის გათვალისწინება. ჩვენ ასევე ჩავრთავთ რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში“, – წერს კუშნერი.

მისი თქმით, მომავალ კვირას აბუ-დაბიში შეერთებული შტატები, თებერვლის შემდეგ, პირველ სამმხრივ სამშვიდობო დისკუსიას გამართავს უკრაინასთან და რუსეთთან.

„ყველა მხარე კვლავინდებურად ინტენსიურად ემზადება არსებითი და პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვიმსჯელებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, მიზნად დავისახავთ უფრო ფართო მრავალმხრივ ფორმატზე გადასვლას მათი პირდაპირი მონაწილეობით.

ეს იდეები კვლავ ვითარდება და ჩვენ მივესალმებით გააზრებულ მოსაზრებებს. სწორი სტრუქტურის შექმნა გადამწყვეტი იქნება ამ ომის დასასრულებლად და კონფლიქტიდან იმ პირობებზე გადასასვლელად, რომლებიც შესაძლებელს გახდის მყარ მშვიდობას.

ეს რთული და დეტალური სამუშაოა. მარტივი გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ამ დამანგრეველი ომის დასრულებას და ავაშენოთ უფრო მშვიდი, უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საფუძველი მომავალი თაობებისთვის, ამ გამოწვევას ნამდვილად აქცევს ღირსეულ საქმედ.

ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება ეს დისკუსიები და გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას ყველა მხარესთან ერთად პრეზიდენტ ტრამპის მიზნისკენ — ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს კუშნერი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჯარედ კუშნერი - აშშ-მა უკრაინასთან, ნატო-სთან და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და არსებითი მოლაპარაკებები გამართა
  2. იმედინიუსისამთავრობოჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც რუსეთის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჯარედ კუშნერის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპული უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ქმნის, რომელიც სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეფუძნება
  4. POSTVსამთავრობოჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც რუსეთის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„30 წელზე მეტია, ევროპა და რუსეთი ცდილობენ მდგრადი უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნას. ათწლეულების განმავლობაში არსებული უნდობლობა, ერთმანეთის გამოწვევები უსაფრთხოების სფეროში და ამ ომის დამანგრეველი შედეგები ამ პროცესს განსაკუთრებით რთულ გამოწვევად აქცევს, თუმცა ის აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ჩვენი მიზანია, შევამუშავოთ პრაქტიკული შეთანხმებები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა მხარის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას, შეამცირებს მომავალი კონფლიქტის რისკს და შექმნის უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოს“
„ნებისმიერმა შეთანხმებამ სრულად უნდა სცეს პატივი თითოეული ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს. თითოეულ ქვეყანას შეუნარჩუნდება საკუთარ უსაფრთხოებასა და ალიანსებზე გადაწყვეტილების მიღების უფლება და არცერთ ქვეყანას არ ექნება ვეტოს უფლება სხვის სუვერენულ არჩევანზე. ნატო დარჩება ევროპული კოლექტიური თავდაცვის ცენტრში და ეს ინიციატივა დაეფუძნება არსებულ ინსტიტუციებსა და ვალდებულებებს. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს Shell Bay-ს ფორმატით უკრაინასთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად და გავაფართოებთ ჩართულობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველა შესაბამისი პერსპექტივისა და იდეის გათვალისწინება. ჩვენ ასევე ჩავრთავთ რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში“
„ყველა მხარე კვლავინდებურად ინტენსიურად ემზადება არსებითი და პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვიმსჯელებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, მიზნად დავისახავთ უფრო ფართო მრავალმხრივ ფორმატზე გადასვლას მათი პირდაპირი მონაწილეობით. ეს იდეები კვლავ ვითარდება და ჩვენ მივესალმებით გააზრებულ მოსაზრებებს. სწორი სტრუქტურის შექმნა გადამწყვეტი იქნება ამ ომის დასასრულებლად და კონფლიქტიდან იმ პირობებზე გადასასვლელად, რომლებიც შესაძლებელს გახდის მყარ მშვიდობას. ეს რთული და დეტალური სამუშაოა. მარტივი გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ამ დამანგრეველი ომის დასრულებას და ავაშენოთ უფრო მშვიდი, უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საფუძველი მომავალი თაობებისთვის, ამ გამოწვევას ნამდვილად აქცევს ღირსეულ საქმედ. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება ეს დისკუსიები და გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას ყველა მხარესთან ერთად პრეზიდენტ ტრამპის მიზნისკენ — ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“
ჯარედ კუშნერი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი პუტინის წარმომადგენელ დმიტრიევს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები