ჯარედ კუშნერი - აშშ-მა უკრაინასთან, ნატო-სთან და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და არსებითი მოლაპარაკებები გამართა
ჯარედ კუშნერის განცხადებით, ბრიუსელში გამართული კონსულტაციების შემდეგ, მომავალ კვირას აბუ დაბიში აშშ, უკრაინა და რუსეთი თებერვლის შემდეგ პირველ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ.

ბრიუსელში აშშ-მა უკრაინასთან, ნატო-სთან და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და არსებითი მოლაპარაკებები გამართა ხანგრძლივი მშვიდობის ორ არსებით და ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.
“ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა მხარესთან, რათა ვიპოვოთ პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ომის დასრულებას და მდგრადი მშვიდობის საფუძვლების შექმნას შეუწყობს ხელს”, - აცხადებს კუშნერი.
მისი თქმით, აშშ-ის მიზანია, პრაქტიკული, შეთანხმების გზით მოგვარდეს ყველა ის საკითხი, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მხარეებს აშფოთებთ და ეს მომავალი კონფლიქტის რისკს შეამცირებს.
მან ხაზი გაუსვა, რომ მომავალ კვირას აბუ დაბიში, შეერთებული შტატები უკრაინასთან და რუსეთთან თებერვლის შემდეგ პირველ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს.
“ჩვენ ორივე მხარესთან ვმუშაობთ სერიოზული წინადადებების შემუშავებაზე, რომლებიც დისკუსიებს რაც შეიძლება შინაარსიანს და პროდუქტიულს გახდის. პრეზიდენტმა ტრამპმა მშვიდობის მიღწევა პრიორიტეტად აქცია. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია რთული, დეტალური სამუშაოს შესრულებაზე, რაც აუცილებელია ამ მიზნის ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ შეთანხმებად გადაქცევისთვის”, - აცხადებს კუშნერი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც რუსეთის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული
ჯარედ კუშნერის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპული უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ქმნის, რომელიც სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეფუძნება
ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც რუსეთის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული
ციტატები სტატიიდან
„ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა მხარესთან, რათა ვიპოვოთ პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ომის დასრულებას და მდგრადი მშვიდობის საფუძვლების შექმნას შეუწყობს ხელს“
„ჩვენ ორივე მხარესთან ვმუშაობთ სერიოზული წინადადებების შემუშავებაზე, რომლებიც დისკუსიებს რაც შეიძლება შინაარსიანს და პროდუქტიულს გახდის. პრეზიდენტმა ტრამპმა მშვიდობის მიღწევა პრიორიტეტად აქცია. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია რთული, დეტალური სამუშაოს შესრულებაზე, რაც აუცილებელია ამ მიზნის ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ შეთანხმებად გადაქცევისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…