პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯარედ კუშნერის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპული უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ქმნის, რომელიც სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეფუძნება

ნატო

ჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია ევროპული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მუშაობს, მომავალ კვირას კი აბუ-დაბიში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის თებერვლის შემდეგ პირველი სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება.

ჯარედ კუშნერის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპული უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ქმნის, რომელიც სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეფუძნება
ინტერპრესნიუსი

პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს რამდენიმე ევროპელ ლიდერთან მნიშვნელოვანი დისკუსია გამართა უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის აუცილებლობაზე, რომელსაც ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის საჭირო პირობების შექმნის ხელშეწყობა შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.

კუშნერის განცხადებით, სურს, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად, საზოგადოებას მიმდინარე დისკუსიების რამდენიმე მიზანი გაუზიაროს.

„30 წელზე მეტია, ევროპა და რუსეთი უსაფრთხოების მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბებისთვის იბრძვიან, თუმცა ეს მცდელობები უშედეგოა. ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი უნდობლობა, უსაფრთხოების საკითხებში ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები და ამ ომის დამანგრეველი შედეგები ამას განსაკუთრებულად რთულ გამოწვევად აქცევს, თუმცა მისი გადაჭრა ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის აუცილებელია. ჩვენი მიზანია ისეთი პრაქტიკული მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უპასუხებს ყველა მხარის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას, შეამცირებს მომავალი კონფლიქტის რისკს და შექმნის უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოს”, - აცხადებს კუშნერი.

მისი თქმით, განიხილავენ ხუთ ძირითად მიმართულებას: უსაფრთხოების საკითხებზე მუდმივ კონსულტაციებს, კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციის საიმედო არხებს, სამხედრო სფეროში მეტ გამჭვირვალობას, ესკალაციის რისკების შესამცირებელ ორმხრივ ზომებს, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გრძელვადიან, მყარ ჩარჩოს.

„ნებისმიერი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს თითოეული ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების პრინციპს. თითოეული ქვეყანა შეინარჩუნებს უფლებამოსილებას საკუთარ უსაფრთხოებასა და ალიანსებზე და არცერთ ქვეყანას არ ექნება ვეტოს უფლება სხვის სუვერენულ არჩევანზე. ნატო დარჩება ევროპის კოლექტიური თავდაცვის ცენტრალურ როლში და ეს ინიციატივა დაეფუძნება არსებულ ინსტიტუტებსა და ვალდებულებებს. გავაგრძელებთ კონსულტაციებს Shell Bay ფორმატის მეშვეობით უკრაინასთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, გავაფართოებთ ჩართულობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა შესაბამისი პერსპექტივა და იდეა. ასევე ჩავრთავთ რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში“, - აცხადებს კუშნერი.

მისი თქმით, მომავალ კვირას, აბუ-დაბიში, შეერთებული შტატები უკრაინასა და რუსეთთან თებერვლის შემდეგ პირველ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს.

„ყველა მხარე აქტიურად არის ჩართული არსებითი და შედეგიანი მოლაპარაკებების მომზადების პროცესში. მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და, პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, მიზნად დავისახავთ მათთან ერთად უფრო ფართო, მრავალმხრივ ფორმატზე გადასვლას. ეს იდეები კვლავ ვითარდება და ჩვენ მივესალმებით გააზრებულ მოსაზრებებს. სათანადო სტრუქტურის შექმნა გადამწყვეტი იქნება ამ ომის დასასრულებლად და კონფლიქტიდან ისეთი პირობებისკენ გადასასვლელად, რომლებიც ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას იძლევა”, - აცხადებს კუშნერი.

მისი თქმით, ეს რთული და დეტალებზე ორიენტირებული სამუშაოა და მარტივი გადაწყვეტილებები არ არსებობს.

„თუმცა, შესაძლებლობა - ხელი შევუწყოთ ამ დამანგრეველი ომის დასრულებას და საფუძველი ჩავუყაროთ უფრო მშვიდობიან, უსაფრთხო და აყვავებულ ევროპას მომავალი თაობებისთვის - ამ გამოწვევას ნამდვილად ღირებულს ხდის. დავაკვირდებით, როგორ განვითარდება ეს დისკუსიები და გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას ყველა მხარესთან, რათა მივაღწიოთ პრეზიდენტ ტრამპის მიზანს - ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ მშვიდობას”, - წერს კუშნერი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჯარედ კუშნერი - აშშ-მა უკრაინასთან, ნატო-სთან და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და არსებითი მოლაპარაკებები გამართა
  2. იმედინიუსისამთავრობოჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც რუსეთის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული
  3. POSTVსამთავრობოჯარედ კუშნერის განცხადებით, აშშ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც რუსეთის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნებისმიერი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს თითოეული ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების პრინციპს. თითოეული ქვეყანა შეინარჩუნებს უფლებამოსილებას საკუთარ უსაფრთხოებასა და ალიანსებზე და არცერთ ქვეყანას არ ექნება ვეტოს უფლება სხვის სუვერენულ არჩევანზე. ნატო დარჩება ევროპის კოლექტიური თავდაცვის ცენტრალურ როლში და ეს ინიციატივა დაეფუძნება არსებულ ინსტიტუტებსა და ვალდებულებებს. გავაგრძელებთ კონსულტაციებს Shell Bay ფორმატის მეშვეობით უკრაინასთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, გავაფართოებთ ჩართულობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა შესაბამისი პერსპექტივა და იდეა. ასევე ჩავრთავთ რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი პუტინის წარმომადგენელ დმიტრიევს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები