პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმელი მედროშე თავისუფალია, მან ციხე დღეს დატოვა

საქართველოს პროკურატურათბილისის საქალაქო სასამართლო

„ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გლდანის ციხე დატოვა. შეთანხმების თანახმად, მას 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ბათუმელი მედროშე თავისუფალია, მან ციხე დღეს დატოვა
ბათუმელები

დღეს, 6 ნოემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე, რომელსაც საზოგადოება ბათუმელი მედროშის სახელით იცნობს.

ზურაბ ჭავჭანიძემ გლდანის საპყრობილე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ზურაბ ჭავჭანიძეს სასჯელის სახით 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ 2 წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმში 2025 წლის 8 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს პროკურატურა მას სტრაგტეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ასევე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

2026 წლის 22 ივნისს ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

ზურაბ ჭავჭანიძემ პროცესზევე დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურდა.

საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და ზურაბ ჭავჭანიძეს შორის სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა.

ნახვა Facebook-ზე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიბათუმელმა მედროშემ ციხე დატოვა
  2. ალიაოპოზიციურიბათუმელმა მედროშემ ციხე დატოვა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები