პოლიტიკა · 6 ნოემბერი, 13:16
ბათუმელმა მედროშემ ციხე დატოვა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ ციხე დატოვა — პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ერთი წლითა და ერთი თვით რეალური და ორი წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ბათუმელმა მედროშემ ციხე დატოვა.
ზურაბ ჭავჭანიძეს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი და ორი წელი პირობითი მსჯავრი - ეს არის შეთანხმეის პირობები, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.
ზურაბ ჭავჭანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…