პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასამართლოს დამოუკიდებლობითა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ნატო

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკითხვის შედეგებით, საქართველომ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობის შეფასებაში 59% მიიღო და ევროპაში მე-15 ადგილი დაიკავა.

სასამართლოს დამოუკიდებლობითა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
POSTV

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გამოკითხვის საფუძველზე, კანონის უზენაესობა შეფასდა ორი მიმართულებით: სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა დავების გადაწყვეტისას.

შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ 59% აიღო და ევროპაში მე-15 ადგილი დაიკავა. საქართველომ გაასწრო ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 15 სახელმწიფოს, მათ შორის, დიდი შვიდეულის წევრ 2 ქვეყანას. ეს სახელმწიფოებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ლატვია, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა გობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თვითონვე აღიარებენ, რომ საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა არის მაღალი - ზვიად შალამბერიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები