[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
გოლდენ სტეიტ უორიორსმა მაიამი ჰიტი 120:100 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფ კარი გახდა, რომელმაც 28 წუთში 29 ქულა დააგროვა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "მაიამი ჰიტი" 120:100 დაამარცხა. "ოქროს შტატელებმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფ კარი გახდა. "გოლდენ სტეიტის" უკანახაზელმა 28 წუთში 29 ქულა, 1 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.
"მაიმიდან" იანის ანტეტოკუნმპომ 31 წუთში 20 ქულა, 14 მოხსნა, და 4 ასისტი დააგროვა.
"გოლდენ სტეიტი" 6 გამარჯვებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. სტივ კერის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 8 ნოემბერს "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართავს.
"მაიამი" 3 მოგებითა და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა. "ჰიტი" 9 ნოემბერს "საკრამენტო კინგსს" დაუპირისპირდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…