პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა

გოლდენ სტეიტმა ორლანდო მეჯიქი ოვერტაიმში 126:119 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფ კარი გახდა, რომელმაც 41 ქულა დააგროვა, ხოლო გოგა ბითაძემ მოედანზე 7 წუთი გაატარა და 4 ქულა მიითვალა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "გოლდენ სტეიტმა" პაოლო ბანჩეროსა და ჯეილენ საგსის გარეშე დარჩენილი "ორლანდო მეჯიქი" ოვერტაიმში 126:119 დაამარცხა.

სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 07:24 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფ კარგი გახდა. "გოლდენ სტეიტის" უკანახაზელმა 36 წუთში 41 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.

"ორლანდოდან" ყველაზე შედეგიანი ფრანც ვაგნერი იყო. მან საკუთარ გუნდს 40 წუთში 30 ქულა, 6 მოხსნა და 11 ასისტი შესძინა.

"მეჯიქი" 2 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. "ორლანდო" მორიგ შეხვედრას 11 ნოემბერს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები