პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

გოლდენ სტეიტ უორიორსის კალათბურთელი სტეფ კარი ჰიუსტონ როკეტსთან მატჩის პირველ მეოთხედში მუცლის ტრავმის გამო მოედნიდან გავიდა. მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის თქმით, გუნდი მოთამაშის მდგომარეობის გამო სერიოზულად შეშფოთებულია.

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
სპორტალი

„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერიმ, ჰიუსტონ "როკეტსთან" NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში სტეფ კარის მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა.

შეხვედრა "უორიორსის" მარცხით, ანგარიშით 108:115 დასრულდა. 38 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა მოედანი პირველივე მეოთხედში დატოვა და თამაშში დაბრუნება ვეღარ შეძლო.

"სერიოზულად შეშფოთებულები ვართ, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, რამდენად მძიმეა ტრავმა", - სტივ კერის სიტყვებს ESPN-ის ჟურნალისტ ენტონი სლეიტერი ციტირებს.

კარი პირველ მეოთხედში მუცლის მარჯვენა მხარეს ტკივილს გრძნობდა, რის გამოც სამედიცინო პერსონალის წევრმა გასახდელში გაიყვანა. მოგვიანებით გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კალათბურთელი შეხვედრის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.

მოედანზე გატარებულ ექვს წუთში კარიმ 3 ქულა ჩააგდო.

ტრავმამდე ამერიკელი მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში 30.6 ქულას აგროვებდა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები