პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლოგოს საიდან ამოიღებენ და რომელი ლოგოთი ჩაანაცვლებენ, არაფერს ცვლის. სწორედ "ნაციონალური მოძრაობაა" თითოეულ მათგანში, ქართველმა ხალხმა სწორად იცის ვინ არიან - ალუდა ღუდუშაური ოპოზიციურ ალიანსში მორიგ დაპირისპირებაზე

ნაციონალური მოძრაობა

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიციურ ალიანსში ლოგოების ჩანაცვლება ხალხისთვის „თვალში ნაცრის შეყრის“ მცდელობაა და მასში შემავალი ყველა პირი რეალურად „ნაციონალური მოძრაობაა“.

ალიანსიდან გარიცხეს თუ თავად წავიდნენ? - ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები გრძელდება. ალიანსი, რომელიც ოპოზიციური ერთობა უნდა ყოფილიყო, დაშლის პირასაა და აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ, ვინ გარიცხა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ალიანსიდან გარიცხეს, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ალიანსთან კომუნიკაცია თავად არ ჰქონდათ.

ოპოზიციის მორიგ დაპირისპირებაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, არაფერს ცვლის ვის რომელი ლოგოდან ამოიღებენ, რადგან ალაინსის ყველა წევრი მაინც კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობაა".

"ლოგოს საიდან ამოიღებენ და რომელი ლოგოთი ჩაანაცვლებენ ეს არაფერს ცვლის, მეტიც, ეს არის მცდელობა იმისა, რომ ქართველ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და შეურაცხყოფა მიაყენონ. როგორ შეიძლება ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ბატონი გვარამია ან რომელიმე სხვა იქ დასახელებული პირები, მაგალითად ბოკერია, იღებდეს წითლიძის ლოგოს თუ სკამს და გვერდზე დებდეს და იძახდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ჩვენთან არ არის, სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" არის თითოეულ მათგანში, ისინი არიან მთავარი შემოქმედები და ბუნებრივია, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად და ძალიან სწორად იცის თუ ვინ არიან", - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღეს, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ - იქ ვინ არ არის „ნაცი“? ბოკერია არაა „ნაცი“, გვარამია თუ ჯაფარიძე?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები