შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღეს, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ - იქ ვინ არ არის „ნაცი“? ბოკერია არაა „ნაცი“, გვარამია თუ ჯაფარიძე?
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებს, რადგან ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ამ პროცესს წერტილს საკონსტიტუციო სასამართლო დაუსვამს.

[ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“] ლოგოდან ამოიღეს, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, ვინაიდან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგოდან ამოღებას ეხებოდა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ალიანსში შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო.
„ლოგოდან ამოიღეს, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, ვინაიდან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ლოგოსა და სიმბოლოებს მნიშვნელობა არ აქვს. იქ ვინ არ არის „ნაცი“? ბოკერია არაა „ნაცი“, გვარამია თუ ჯაფარიძე? ესენი ყველა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ ფორმალური ლიდერები, არათუ რიგითი წევრები, ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ლიდერები, ხელმძღვანელები, თავმჯდომარეები. „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ისინი. თვითონ საუბრობდნენ გენეტიკურ კოდზე და მათი გენეტიკური კოდი არის „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენი სპექტაკლი, რასაც დგამენ, თითქოს სხვადასხვა პარტია არიან, შემდეგ პარტიების ალიანსს ქმნიან და მერე ეს ალიანსი იშლება, ეს სპექტაკლი ქართველ ხალხს არაერთხელ გვაქვს ნანახი. იმედი მაქვს, ამ სპექტაკლს წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სწორედ იმას ვამტკიცებთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზმი, რომელთანაც საქმე გვაქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსმა“ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა ახალი ლოგო, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატანილი აღარაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ლოგოდან ამოიღეს, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, ვინაიდან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ლოგოსა და სიმბოლოებს მნიშვნელობა არ აქვს. იქ ვინ არ არის „ნაცი“? ბოკერია არაა „ნაცი“, გვარამია თუ ჯაფარიძე? ესენი ყველა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ ფორმალური ლიდერები, არათუ რიგითი წევრები, ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ლიდერები, ხელმძღვანელები, თავმჯდომარეები. „ნაციონალური მოძრაობა“ არიან ისინი. თვითონ საუბრობდნენ გენეტიკურ კოდზე და მათი გენეტიკური კოდი არის „ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენი სპექტაკლი, რასაც დგამენ, თითქოს სხვადასხვა პარტია არიან, შემდეგ პარტიების ალიანსს ქმნიან და მერე ეს ალიანსი იშლება, ეს სპექტაკლი ქართველ ხალხს არაერთხელ გვაქვს ნანახი. იმედი მაქვს, ამ სპექტაკლს წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სწორედ იმას ვამტკიცებთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზმი, რომელთანაც საქმე გვაქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…