გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - მაია ბითაძე
კულტურის მინისტრ მაია ბითაძის განცხადებით, საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების მუშაობის შედეგად გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია.

კულტურის მინისტრ მაია ბითაძის განცხადებით, საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია.
მინისტრს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კირიონმა გააცნო.
„უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს და პირადად მამა კირიონს იმ უდიდესი საქმისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც იტვირთეს. დროებითი კომიტეტი ხელმძღვანელობს ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლის - გელათის რეაბილიტაციას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ბითაძის თქმით, ამჟამად გელათის სამონასტრო კომპლექსის ეტაპობრივი აღდგენა მიმდინარეობს, რასაც სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით ხორციელდება.
მისივე განმარტებით, პროცესი მიმდინარეობს ჰოლისტიკური საკონსერვაციო გეგმის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად შეიმუშავეს, ხოლო ყველა ძირითად მიმართულებაში სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები არიან ჩართულნი.
„ჩვენი მთავარი მიზანია, გელათის მონასტერს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, რწმენისა და ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოს, მრავალსაუკუნოვანი მომავალი ჰქონდეს“, - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.
შეგახსენებთ, 2023 წელს, ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების არასასურველი შედეგებისა და არსებული კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით, გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა.
პროცესს სათავეში ჩაუდგა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, რომელსაც იმჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო ხელმძღვანელობს და რომლის ფარგლებშიც ეროვნული სამეცნიერო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოები მოქმედებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს და პირადად მამა კირიონს იმ უდიდესი საქმისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც იტვირთეს. დროებითი კომიტეტი ხელმძღვანელობს ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლის - გელათის რეაბილიტაციას“
„ჩვენი მთავარი მიზანია, გელათის მონასტერს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, რწმენისა და ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოს, მრავალსაუკუნოვანი მომავალი ჰქონდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…