პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუბიომ უარყო ცნობები, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტიდან გადადგომას განიხილავს

რესპუბლიკური პარტია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე პოსტზე დარჩენას გეგმავს.

რუბიომ უარყო ცნობები, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტიდან გადადგომას განიხილავს
რადიო თავისუფლება

რუბიომ გამოცემა New York Times-ს 5 ნოემბერს განუცხადა, რომ არ იცის, საიდან მოდის მსგავსი ცნობები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანახმად, მისი გეგმა ყოველთვის იყო თანამდებობაზე დარჩენა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე.

მარკო რუბიოს კომენტარი მოჰყვა სააგენტო Bloomberg-ის და გამოცემა The Independent-ის მიერ ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობებს, რომ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ მარკო რუბიო განიხილავს სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან წასვლისა და მომავალი, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის მომზადების შესაძლებლობას.

მედიით გავრცელებულ ამ ცნობებს „ფეიკი“ უწოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დილან ჯონსონმა.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატადაა მიჩნეული, New York Times-ს უთხრა, რომ 2028 წელზე ლაპარაკს არ აპირებს.

მარკო რუბიო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2025 წლის 21 იანვრიდან. მანამდე, 2011 წლიდან რუბიო იყო სენატორი ფლორიდის შტატიდან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიBloomberg - მარკო რუბიო თანამდებობის დატოვებას განიხილავს
  2. რუსთავი 2სამთავრობოაშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას განიხილავს - bloomberg
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარკო რუბიო - მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ, თანაც, ყოველთვის მეცინება, როცა ამბობენ, ის სამსახურს დატოვებსო, მე კი ვეკითხები: „რომელს?“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები