პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარკო რუბიოს განცხადებით, "რესპუბლიკელების" საარჩევნო მარცხის მიუხედავად, ტრამპის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება

რესპუბლიკური პარტია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხის მიუხედავად, ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება და ქვეყანა კვლავ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პრინციპით იმოქმედებს.

მარკო რუბიოს განცხადებით, "რესპუბლიკელების" საარჩევნო მარცხის მიუხედავად, ტრამპის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება
რუსთავი 2

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში "რესპუბლიკელების" მარცხი ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენას არ მოახდენს.

რუბიომ განცხადება G7-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის პოლიტიკურ კურსს საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს, მიუხედავად იმისა, რომ შუალედურ არჩევნებში მისმა "რესპუბლიკურმა" პარტიამ მძიმე მარცხი განიცადა.

მისი თქმით, ტრამპი ირანის და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ისახავს მიზნად, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე შეერთებული შტატები კვლავ "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" პრინციპით იმოქმედებს.

"კონგრესს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში თავისი როლი აქვს, განსაკუთრებით დაფინანსებისა და ზედამხედველობის მიმართულებით. თუმცა, საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ყოველთვის იყო და კვლავაც პრეზიდენტი იქნება", - განაცხადა რუბიომ.

ცნობისთვის, პარიზში გამართული შეხვედრა მარკო რუბიოს პირველი საგარეო ვიზიტია მას შემდეგ, რაც "დემოკრატებმა" კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კონგრესს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში თავისი როლი აქვს, განსაკუთრებით დაფინანსებისა და ზედამხედველობის მიმართულებით. თუმცა, საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ყოველთვის იყო და კვლავაც პრეზიდენტი იქნება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარკო რუბიო: უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხი G7-ის სამიტზე განიხილებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები