პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Rheinmetall-ის აქციები ევროპულ ბირჟაზე 15%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გერმანულმა თავდაცვის გიგანტმა სამხედრო კონტრაქტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხების გამო 2026 წლის ფინანსური პროგნოზი შეამცირა.

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?
BM.GE

გერმანულმა თავდაცვის გიგანტმა, Rheinmetall-მა სამხედრო კონტრაქტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხების გამო 2026 წლის ფინანსური პროგნოზი შეამცირა.

კომპანიის განცხადებით, წლიური შემოსავალი ადრე ნავარაუდევი €13.7-€14.2 მილიარდის ნაცვლად, დაახლოებით €13.2 მილიარდს ($14.9 მლრდ.) მიაღწევს. ამასთან, 19%-დან 18.5%-მდე დაიკლებს საოპერაციო მარჟის პროგნოზი. როგორც ირკვევა, ეს კორექტირება გერმანული ჯავშანტრანსპორტიორ Arminius Boxer-ის პროექტის გადავადებასა და საარტილერიო საბრძოლო მასალის გამოცდის შეფერხებას უკავშირდება.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ფინანსური მოლოდინის შემცირების მიუხედავად, მესამე კვარტალში Rheinmetall-ის ძირითადი მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კერძოდ, შემოსავალი წლიურად 32%-ით გაიზარდა და €3.15 მილიარდი შეადგინა. საოპერაციო მოგება 62%-ით, €553 მილიონამდე გაიზარდა, ახალმა შეკვეთებმა კი €2.89 მილიარდი შეადგინა. შედეგად, მესამე კვარტალის ბოლოს კომპანიის შეკვეთების საერთო პორტფელი €78 მილიარდამდე გაიზარდა.

საყურადღებოა, რომ პროგნოზის გაუარესების ფონზე, ევროპულ ბირჟაზე Rheinmetall-ის აქციების ფასი 15%-ით შემცირდა. საინვესტიციო ბანკ RBC-ის ანალიტიკოსებმა კომპანიის განცხადებას „ცალსახად ნეგატიური“ უწოდეს. მათი შეფასებით, სამხედრო პროგრამის გაჭიანურება ტრადიციული თავდაცვითი ტექნოლოგიების მიმართ ინვესტორთა ეჭვებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ეს Rheinmetall-ის მიერ პროგნოზის შემცირების უკვე მეორე შემთხვევაა. აგვისტოში გერმანიამ გააუქმა სამხედრო ხომალდების მშენებლობის გეგმა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანიისთვის უმსხვილესი შეკვეთა უნდა ყოფილიყო.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: გერმანულმა თავდაცვითმა კონცერნმა Rheinmetall-მა შესაძლოა, უკრაინაში საარტილერიო ჭურვების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაზე უარი თქვასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები