ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Netflix-ის აქციების ფასი კვარტალური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ 5.55%-ით შემცირდა

Netflix-ის აქციების ფასი კვარტალური ანგარიშგებისა და მომავალი შემოსავლების შემცირებული პროგნოზის გამოქვეყნების შემდეგ 5.55%-ით დაეცა. კომპანიის კაპიტალიზაცია $290.85 მილიარდამდე შემცირდა.

Netflix-ის აქციების ფასი კვარტალური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ 5.55%-ით შემცირდა
Netflix-ის აქციების ფასი კვარტალური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ 5.55%-ით შემცირდაBM.GE

სტრიმინგ-პლატფორმების ინდუსტრიის გიგანტმა, Netflix-მა ფისკალური მესამე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი შემცირდა.

როგორც ირკვევა, კორპორაციის კვარტალურმა შემოსავალმა $12.87 მილიარდი შეადგინა და უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზი ზუსტად გაამართლა. ამასთან, თითო აქციაზე მოგების მაჩვენებელი $0.87-მდე გაიზარდა და ექსპერტების მიერ ნავარაუდევ $0.82-იან ნიშნულს გადააჭარბა.

რაც შეეხება მომხმარებელთა ჩართულობას, უოლ-სტრიტის ყურადღება სწორედ ამ საკითხმა მიიპყრო. კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გრეგ პიტერსმა განაცხადა, რომ წლევანდელი ტარიფების ზრდის ფონზე აუდიტორიის აქტივობა ჯანსაღ ნიშნულზე შენარჩუნდა. როგორც ირკვევა, ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რა მხრივ გაჟღერებული განცხადებაც ინვესტორებს არ მოეწონათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ზრდას მოელოდნენ.

პარალელურად, კორპორაციამ მომდევნო პერიოდის ფინანსური მოლოდინებიც განსაზღვრა, რამაც ინვესტორების დამატებითი იმედგაცრუება გამოიწვია. კერძოდ, Netflix-მა მეოთხე კვარტალის შემოსავლის პროგნოზი $13.44 მილიარდის ფარგლებში დააფიქსირა და ანალიტიკოსების მიერ მოსალოდნელ $13.51 მილიარდს ჩამორჩა. ამას გარდა, სარეკლამო პროდუქტების დაგეგმილზე ნელი დანერგვის გათვალისწინებით, სტრიმინგ-სერვისმა 2026 წლის სარეკლამო შემოსავლის პროგნოზი $3 მილიარდიდან $2.7 მილიარდამდე შეამცირა.

შედეგად, ბირჟის დახურვის შემდეგ გამართულ ვაჭრობაზე Netflix-ის აქციების ფასი 5.55%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქცია $64.88-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $290.85 მილიარდს შეადგენს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
Tesla-ს აქციები მოსალოდნელზე მაღალი გაყიდვების ფონზე 5%-ით გაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები