,,თბილისის მერია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და სურსათის სააგენტო აპირებს ჩემს დაშინებას და დაშანტაჟებას“ – ტასო ლოსაბერიძე
ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე აცხადებს, რომ თბილისის მერია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და სურსათის სააგენტო მის დაშინებასა და დაშანტაჟებას ცდილობენ. მისი თქმით, კახი კალაძის დავალებით მას ცხოველთა სასტუმროს დახურვითა და ცილისწამებით ემუქრებიან.

ცხოველთა დამხველი, ტასო ლოსაბერიძე წერს, რომ ემუქრებიან:
,,თბილისის მერია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და სურსათის სააგენტო აპირებს ჩემს დაშინებას და დაშანტაჟებას.
მემუქრებიან რომ თუ არ გავჩერდები ჩემს ცხოველების სასტუმროს დამახურინებენ და ასევე სხვა რაღაცეების მოგონებას ჩემზე.
ამას გააკეთებენ ჩემზე გადაცემების გაკეთებით, ან სხვა მეთოდებით.
ტასო რომ არ ჩარეულიყო 3 დღე ილაპარაკებდნენ და გაჩუმდებოდა ხალხიო. გონიათ რომ ყველაფერი მე მოვიგონე და ტვ პირველს მე გადავაღებინე ყველაფერი და ეს დავგეგმე თვეებით ადრე. აჭრილები არიან, რა საიდან მომიგონონ რომ გამაჩუმონ.
ეს ყველაფერი პირადად კახი კალაძემ დაავალა ნიკა არაგველს ჩემზე.
დანარჩენი დასკვნები თავად გამოიტანეთ”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…