პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპი უფეხო იხვად იქცა, ვაშინგტონი რეჟიმის დასანქცირების პროცესს განაახლებს - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, აშშ-ის კონგრესზე დემოკრატების მიერ კონტროლის დაბრუნების შემდეგ ვაშინგტონი რეჟიმის დასანქცირებას განაახლებს და „მეგობარ აქტს“ დაამტკიცებს, რადგან დონალდ ტრამპს ბიძინა ივანიშვილის დასაცავად აღარ ეცლება.

ვაშინგტონი რეჟიმის დასანქცირების პროცესს განაახლებს - ასეთი პროგნიზი აქვს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს.

როგორც შალვა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის დაბრუნებისა და რესპუბლიკელების ისტორიული მარცხის შემდეგ, "მეგობარი აქტის" კენჭისყრა ისევ დადგება დღის წესრიგში და დოკუმენტი დამტკიცდება.

"შაულედური არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს კოჭლ იხვს უწოდებენ"- თქვა ნათელაშვილმა.

მისივე შეფასებით, დონალდ ტრამპმა საქართველო პრეზიდენტ პუტინს მოჰყიდა. ამის მაგალითად ოპოზიციონერი ასახელებს ფაქტს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში პარტიების აკრძალვის საქმეებს არ გამოხმაურებია.

"ტრამპმა ორივე პალატა დაკარგა, იქცა უფეხო იხვად, ახლა იჯდება და იქნება თავდაცვის რეჟიმში. ნამდვილად არ ეცლება პუტინის საამებლად, დიქტატორებთან საღლიცინოდ და ივანიშვილის დასაცავად და მის მფარველად, ეს გაითვალისინა რუსეთმა და აჩქარებინებს საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და პოლიტიკური ველის მოსუფთავებას"- დასძინა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შაულედური არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს კოჭლ იხვს უწოდებენ“
„ტრამპმა ორივე პალატა დაკარგა, იქცა უფეხო იხვად, ახლა იჯდება და იქნება თავდაცვის რეჟიმში. ნამდვილად არ ეცლება პუტინის საამებლად, დიქტატორებთან საღლიცინოდ და ივანიშვილის დასაცავად და მის მფარველად, ეს გაითვალისინა რუსეთმა და აჩქარებინებს საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და პოლიტიკური ველის მოსუფთავებას“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ივანიშვილის სანქციებს ვერ ტრამპ-თაუერის მშენებლობამ უშველა და ვერც ტრამპის ოჯახში გაგზავნილმა ჩურჩხელებმა - ნათელაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები