ტრამპიზმის დამარცხებით თავზარდაცემული ივანიშვილი დილის ხაშივით დაადგა თავზე ისრაელის ელჩს - ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს ამერიკის დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან შუამავლობის სათხოვნელად შეხვდა. მისი თქმით, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ისრაელის პრეზიდენტსა და ქნესეთს მიმართა, რათა ხელი არ შეუწყონ მმართველი რეჟიმის გადარჩენას.

"ამერიკის არჩევნებში ტრამპიზმის დამარცხებით თავზარდაცემული დიქტატორი ივანიშვილი დილის ხაშივით თავზე დაადგა ისრაელის ელჩს" - ასე ეხმაურება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი "ოცნების" საპატიო ლიდერის შეხვედრას ისრაელის ელჩთან.
ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ახლა ივანიშვილის ისრაელს ამერიკის დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან შუამავლობას სთხოვს და სწორედ ამას უკავშირდება მისი გამოჩენაც.
პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილს და "ოცნებას" ირანის რეჟიმის ლიდერის დაკრძალვაზე ჩასვლას ახსენებს და "ოცნების" დამფუძნებელს ეუბნება, რომ ისრაელს "მოკლე ისტორიული მეხსიერება არ აქვს".
როგორც ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მისმა პარტიამ წერილით მიმართა ისრაელის პრეზიდენტს და პარლამენტს - "რათა არავინ აღარ გაბედოს საქართველოს მკვლელი რეჟიმის გადარჩენა და რეანიმაცია".
ამერიკის არჩევნებში ტრამპიზმის სასტიკმა დამრცხებამ გამოიწვია შოკი პუტინისტებსა და მოსფლიო ოლიგარქიაში. აღნიშნულით თავზარდაცემული საქართველოს დიქტატორი ივანიშვილი დილის ხაშივით თავზე დაადგა საქართველოში ისრაელის ელჩს, რათა ეთხოვა შუამავლობა ამერიკის დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან, სადაც ძლიერია ებრაული ლობის გავლენა და ამ შუამავლობის შედეგად კვლავ უზრუნველჰყო საკუთარი ტირანიის არსებობა სამშობლოში.
ალბათ, ოლიგარქი ფიქრობს, რომ ისრაელს აქვს ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერება და აღარ ახსოვს, როგორ თანამშრომლობს და თანამშრომლობდა ირანის ტერორისტულ, ისრაელის მტერ რეჟიმთან პირადად თვითონ, მისი გარემოცვა, როგორ ხდებოდა კრიმინალური სქემით ტერირისტთა ფულის გათეთრება მის ფინანსურ სისტემაში და როგორ გადააქცია საქართველოს მთავრობამ მოკლული ტერორისტების დაკრძალვებზე მოსიარულე გუნდად თეირანში.
ამის გარდა, ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არ გაიცვლება ფულის კრიმინალურ მუთაქებზე. მე გავუგზავნე წერილი ჩემს მეგობარს, ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს, ასევე მივმართეთ ისრაელის ქნესეტის ყველა წევრს თხოვნით, იმოქმედონ ებრაულ საქმიან და პოლიტიკურ წრეებზე, ვისაც აქვს საკმაოდ დიდი გავლენები ამერიკის პოლიტოკურ სისტემებში, რათა არავინ აღარ გაბედოს საქართველოს მკვლელი რეჟიმის მფარველობა, მისი გადარჩენა და რეანიმაცია", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის და ვალიდ აბუ ჰაიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილთან ერთად იმყოფება ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე. შეხვედრას არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით თბილისშია.
როგორც "ოცნება" იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
ამის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის საელჩომაც.
ციტატები სტატიიდან
„ამერიკის არჩევნებში ტრამპიზმის დამარცხებით თავზარდაცემული დიქტატორი ივანიშვილი დილის ხაშივით თავზე დაადგა ისრაელის ელჩს“
„რათა არავინ აღარ გაბედოს საქართველოს მკვლელი რეჟიმის გადარჩენა და რეანიმაცია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…