ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ივანიშვილის სანქციებს ვერ ტრამპ-თაუერის მშენებლობამ უშველა და ვერც ტრამპის ოჯახში გაგზავნილმა ჩურჩხელებმა - ნათელაშვილი

ქართული ოცნება

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა შეაფასა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულ სიაში დატოვა, და მოითხოვა ევროკავშირისგან მისი დასანქცირება და დაპატიმრების ორდერის გამოწერა.

ივანიშვილის სანქციებს ვერ ტრამპ-თაუერის მშენებლობამ უშველა და ვერც ტრამპის ოჯახში გაგზავნილმა ჩურჩხელებმა - ნათელაშვილი
ივანიშვილის სანქციებს ვერ ტრამპ-თაუერის მშენებლობამ უშველა და ვერც ტრამპის ოჯახში გაგზავნილმა ჩურჩხელებმა - ნათელაშვილიTV პირველი

"ივანიშვილის სანქციებს ვერ ტრამპ-თაუერის მშენებლობამ უშველა და ვერც ტრამპის ოჯახში გაგზავნილმა ჩურჩხელებმა" - ასე ეხმაურება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის გააწყვეტილებას, რომლემაც ივანიშვილი კვლავ სასანქციო სიაში დატოვა.

ნათელშვილი ამბობს, რომ ახლა რიგი ევროკავშირზეა - ოპოზიციონერი ლიდერი "ქართული ოცნების" დამფუძნებელზე დაპატიმრებსი ორდერის გაცემას ითხოვს.

ბიძინა ივანიშვილს ამერიკამ კვლავ გაუგრძელა სასანქციო რეჟიმი. ვერ უშველა ოლიგარქს ტრამპ-თაუერის მშენებლობამ იპოდრომზე და ტრამპის ოჯახში გაგზავნილმა ჩურჩხელებმა. ამ ფონზე გამოიფხიზლა ევროპარლამენტმაც და მოითხოვა ივანიშვილის, პაპუაშვილის, კობახიძის და კალაძის დასანქცირება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არაფრისმთქმელი რეზოლუციები ევროკავშირში ჩაბარდება წარსულს და ისინი გადავლენ რეაურ მოქმედებებზე, რაც უნდა გამოიხატოს ივანიშვილის, მისი ოჯახის და მისი გარემოცვის სრულ სანქცირებაში, ოლიგარქისთვის ევროკავშირის მოქალაქეობისა და საპატიო ლეგიონერის წოდების ჩამორთმევაში, მისი ქონების გაყინვა-გაკულაკებში, მთელი პარლამენტის წევრების დასანქცირებაში, ივანიშვილზე დაპატიმრების ორდერის გამოწერაში, ჰააგის ტრიბუნლზე გასაცემასა და მის დასაკავებლად სპეციალური საპოლიციო ოპერაციის ჩატარებაზე საქართველოს ყველა იმ რეგიონში, სადაც შეიძლება თავს აფარებდეს ჩვენი ქვეყნის დამაქცევარი", - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ივანიშვილის სანქციებს ვერ ტრამპ-თაუერის მშენებლობამ უშველა და ვერც ტრამპის ოჯახში გაგზავნილმა ჩურჩხელებმა“
შალვა ნათელაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ივანიშვილი აშშ-მა სასანქციო სიიდან არ ამოიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები