პარლამენტის აპარატი Chat GPT Business-ის ერთწლიან ლიცენზიას და CLAUDE AI PRO-ს ყიდულობს
საქართველოს პარლამენტის აპარატი 7 თანამშრომლისთვის Chat GPT Business-ის ერთწლიანი ლიცენზიის 10 500 ლარად და CLAUDE AI PRO-ს 826.84 ლარად შესყიდვას გეგმავს. სახელმწიფო ტენდერების საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მიზანი სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და მონაცემთა სწრაფი ანალიზია.

საქართველოს პარლამენტის აპარატი გეგმავს, 7 თანამშრომლისთვის 10 500 ლარად შეისყიდოს ხელოვნური ინტელექტის ციფრული პლატფორმის, Chat GPT Business-ის ერთწლიანი ლიცენზია და CLAUDE AI PRO, რომლის ხელშეკრულების ღირებულება 826.84 ლარია.
აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო ტენდერების საიტზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტში წერია, რომ შესყიდვის საჭიროება განპირობებულია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის № 2-14266/26, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის N2-14075/26 და საბიუჯეტო ოფისის მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის N2-14129/26 წერილებით.
მოთხოვნა ითვალისწინებს პარლამენტის აპარატის საქმიანობაში თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების დანერგვას. „ChatGPT Business“ პაკეტის გამოყენება არსებითად შეუწყობს ხელს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას, დიდი მოცულობის მონაცემების/ტექსტების სწრაფ ანალიზს, სამუშაო დროის ეფექტიან გადანაწილებასა და უწყების საერთო საოპერაციო პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდას.
რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის ღირებულება?
შესყიდვის ღირებულება დადგენილია უშუალოდ „ ChatGPT “-ს პლატფორმის მიერ დათქმული ტარიფისა და სერვისით სარგებლობის ინტენსივობის შესაბამისად. სერვისის ChatGPT Busines ერთწლიანი სერვისის ღირებულება 7 (შვიდი) მომხმარებელზე შეადგენს ჯამურად არაუმეტეს 10500 ლარს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატია„ოცნების“ პარლამენტი ChatGPT Business-ის შეძენაზე 10 500 ლარს დახარჯავს
პარლამენტის აპარატი Chat GPT Business-ის ერთწლიან ლიცენზიას ყიდულობს
- საქართველოს პარლამენტის აპარატმა 7 თანამშრომლისთვის 10 500 ლარად ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის, Chat GPT Business-ის 1-წლიანი ლიცენზია შეიძინა
პარლამენტი 10 ათასად ChatGPT Business მომსახურებას ყიდულობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…