პარლამენტის აპარატი Chat GPT Business-ის ერთწლიან ლიცენზიას ყიდულობს
საქართველოს პარლამენტის აპარატმა Chat GPT Business-ის ერთწლიანი ლიცენზიის გამარტივებული წესით შესასყიდად შესყიდვების სააგენტოს მიმართა. აპარატის განმარტებით, სერვისი საბიუჯეტო ოფისს მონაცემთა ანალიზისა და მაკროეკონომიკური პროგნოზირების ავტომატიზაციისთვის სჭირდება.

ეს ინფორმაცია სახელმწიფო ტენდერების საიტზე 4 ნოემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი.
პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა 21 ოქტომბერს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლითაც ირკვევა, რომ აპარატს სურს Chat GPT-ის ბიზნესპაკეტის ერთწლიანი სერვისის ყიდვა - და, როგორც ბრძანებაში წერია, „სახელმწიფო შესყიდვის ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება“.
ატვირთულ დოკუმენტებში წერია, რომ პარლამენტის აპარატის საბიუჯეტო ოფისს ეს სჭირდება:
„მონაცემთა ანალიზის, პროცესების ავტომატიზაციის, ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების უზრუნველსაყოფად“,
ასევე, „მაკროეკონომიკური პროგნოზირების, გარე წყაროებიდან ინფორმაციისა და მონაცემთა შეგროვების ავტომატიზაციისათვის.
იქვე მითითებულია, რომ „ChatGPT Business“ პაკეტის გამოყენება „არსებითად შეუწყობს ხელს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას, დიდი მოცულობის მონაცემების/ტექსტების სწრაფ ანალიზს, სამუშაო დროის ეფექტიან გადანაწილებასა და უწყების საერთო საოპერაციო პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდას“.
პარლამენტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა კი 4 ნოემბერს სსიპ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს, გიორგი ლაცაბიძეს მიმართა განცხადებით, გასცეს თანხმობა ამ შესყიდვაზე.
ეს განცხადება ამჟამად განხილვის ეტაპზეა და პასუხის მიღების ვადა 10 ნოემბრამდეა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატია„ოცნების“ პარლამენტი ChatGPT Business-ის შეძენაზე 10 500 ლარს დახარჯავს
- საქართველოს პარლამენტის აპარატმა 7 თანამშრომლისთვის 10 500 ლარად ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის, Chat GPT Business-ის 1-წლიანი ლიცენზია შეიძინა
პარლამენტის აპარატი Chat GPT Business-ის ერთწლიან ლიცენზიას და CLAUDE AI PRO-ს ყიდულობს
პარლამენტი 10 ათასად ChatGPT Business მომსახურებას ყიდულობს
ციტატები სტატიიდან
„სახელმწიფო შესყიდვის ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…