პარლამენტი 10 ათასად ChatGPT Business მომსახურებას ყიდულობს
საქართველოს პარლამენტის აპარატი „ChatGPT Business“-ის ერთწლიანი მომსახურების გამარტივებული წესით შეძენას გეგმავს, რაშიც ბიუჯეტიდან 10 500 ლარი დაიხარჯება. დოკუმენტაციის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის სერვისით 7 თანამშრომელი სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისა და მონაცემთა ანალიზისთვის ისარგებლებს.

საქართველოს პარლამენტის აპარატი საოპერაციო პროდუქტიულობის გასაზრდელად თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვას იწყებს.
სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მიხედვით, უწყება „ChatGPT Business“-ის 7 მომხმარებელზე გათვლილი, ერთწლიანი მომსახურების უტენდეროდ შეძენა სურს, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 500 ლარი დაიხარჯება.
ამ პლატფორმის სამუშაო პროცესში ინტეგრირების ინიციატივა პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტსა და საბიუჯეტო ოფისს ეკუთვნით.
შესყიდვის ოფიციალურ დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ პროგრამა უწყებას სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში, დიდი მოცულობის ტექსტური მონაცემების სწრაფ ანალიზსა და დროის ეფექტიან გადანაწილებაში დაეხმარება.
შესყიდვა გამარტივებული წესით, ექსკლუზიური უფლებამოსილების მეთოდზე დაყრდნობით ხორციელდება.
დოკუმენტაციის მიხედვით, „ChatGPT Business“ ამერიკული კომპანია OpenAI-ის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს. პარლამენტის მტკიცებით, ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოს იურისდიქციაში არ არსებობს პლატფორმის ალტერნატიული ადგილობრივი ანალოგი, რომელიც უწყებას იდენტურ ტექნიკურ მოქნილობასა და მონაცემთა დაცვის ბიზნეს-სტანდარტებს შესთავაზებდა.
მომსახურების შეძენა უშუალოდ მწარმოებელი კომპანიისგან, ონლაინ გამოწერის გზით უნდა განხორციელდეს. უწყებაში განმარტავენ, რომ პროცესში ნებისმიერი სხვა შუამავალი პირის ჩართვა დამატებითი საკომისიო ხარჯების წარმოშობას გამოიწვევდა, ონლაინ შესყიდვა კი ადგილობრივი ფასნამატისგან თავის არიდების საუკეთესო გზაა.
პარლამენტის აპარატის შერჩეული 7 თანამშრომელი „ChatGPT Business“-ის სერვისით 2026 წლის 11 ნოემბრიდან 2027 წლის 11 ნოემბრამდე ისარგებლებს.
პარლამენტის განცხადება ამ შესყიდვაზე ამ ეტაპზე განხილვის ეტაპზეა
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატია„ოცნების“ პარლამენტი ChatGPT Business-ის შეძენაზე 10 500 ლარს დახარჯავს
პარლამენტის აპარატი Chat GPT Business-ის ერთწლიან ლიცენზიას ყიდულობს
- საქართველოს პარლამენტის აპარატმა 7 თანამშრომლისთვის 10 500 ლარად ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის, Chat GPT Business-ის 1-წლიანი ლიცენზია შეიძინა
პარლამენტის აპარატი Chat GPT Business-ის ერთწლიან ლიცენზიას და CLAUDE AI PRO-ს ყიდულობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…