პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ოცნების“ პარლამენტი ChatGPT Business-ის შეძენაზე 10 500 ლარს დახარჯავს

პარლამენტის აპარატი 7 თანამშრომლისთვის ChatGPT Business-ის ერთწლიანი ლიცენზიის გამარტივებული წესით შეძენას გეგმავს, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 10 500 ლარი დაუჯდება. უწყების განმარტებით, პაკეტი საბიუჯეტო ოფისს მონაცემთა ანალიზისა და მაკროეკონომიკური პროგნოზირებისთვის სჭირდება.

„ოცნების“ პარლამენტი ChatGPT Business-ის შეძენაზე 10 500 ლარს დახარჯავს
ფორმულა

„ოცნების“ პარლამენტის აპარატი 7 თანამშრომლისთვის ხელოვნური ინტელექტის ციფრული პლატფორმის, ChatGPT Business-ის ერთწლიანი ლიცენზიის გამარტივებული შესყიდვით შეძენას გეგმავს, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 10 500 ლარი დაუჯდება. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, შესყიდვის ინიციატივა აპარატის უფროსს კახა ოქროჯანაშვილს ეკუთვნის.

„ChatGPT Business-ის პაკეტის გამოყენება არსებითად შეუწყობს ხელს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას, დიდი მოცულობის მონაცემების/ტექსტების სწრაფ ანალიზს, სამუშაო დროის ეფექტიან გადანაწილებასა და უწყების საერთო საოპერაციო პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდას“.

ოფიციალური განმარტებით, პროგრამული პაკეტი „ოცნების“ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს მონაცემთა ანალიზის, პროცესების ავტომატიზაციის, მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებისთვის სჭირდება. აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა, სადაც განცხადების განხილვა 10 ნოემბრამდე იგეგმება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპარლამენტის აპარატი Chat GPT Business-ის ერთწლიან ლიცენზიას ყიდულობს
  2. NEWS.GEსაქართველოს პარლამენტის აპარატმა 7 თანამშრომლისთვის 10 500 ლარად ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის, Chat GPT Business-ის 1-წლიანი ლიცენზია შეიძინა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ChatGPT Business-ის პაკეტის გამოყენება არსებითად შეუწყობს ხელს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას, დიდი მოცულობის მონაცემების/ტექსტების სწრაფ ანალიზს, სამუშაო დროის ეფექტიან გადანაწილებასა და უწყების საერთო საოპერაციო პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდას“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტის აპარატი Chat GPT Business-ის ერთწლიან ლიცენზიას ყიდულობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები