ნოდარ კაპანაძე ევროკავშირის მხრიდან ვეტინგის მოთხოვნაზე: „როგორ შეიძლება, ქვეყანაში მოსამართლე ვინმემ დანიშნოს, გარდა ამ ქვეყნის ხელისუფლებისა და მმართველი ძალისა? ეს უმარტივესია და ამის სერიოზული განხილვაც კი არ შეიძლება“
ნოდარ კაპანაძის განცხადებით, ქვეყანაში მოსამართლის დანიშვნა ხელისუფლების გარდა სხვის მიერ დაუშვებელია და ვეტინგის განხილვაც კი არ შეიძლება. ექსპერტის თქმით, გაფართოების შესახებ დასკვნა უინტერესოა, რადგან ევროკავშირში საქართველოს არავინ ელოდება.

„როგორ შეიძლება, ქვეყანაში მოსამართლე ვინმემ დანიშნოს, გარდა ამ ქვეყნის ხელისუფლებისა და მმართველი ძალისა? ეს უმარტივესია და ამის სერიოზული განხილვაც კი არ შეიძლება“, – ამის შესახებ სტატისტიკოსმა და ექსპერტმა, ნოდარ კაპანაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშსა და ე.წ. ვეტინგის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება დამოკიდებულებას – ევროპა არასდროს ყოფილა სხვანაირი, ევროპა ყოველთვის ასეთი იყო. უბრალოდ, ჩვენ ძირითადად, სამწუხაროდ, 70-80-იან წლებში ფილმებით შევიქმენით წარმოდგენა მითიურ ევროპაზე და დღესაც ამ ფილმებითა და წარმოდგენებით ვფიქრობთ, თორემ ისტორიას თუ გადავხედავთ, ევროპა არასდროს ყოფილა სხვანაირი.
შეგიძლიათ ნახოთ მე-18 საუკუნის აფრიკის რუკა: სულ ორიოდე დამოუკიდებელი ქვეყანა იყო – ეთიოპია და ლიბერია, დანარჩენი კი ინგლისის, საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა თუ ბელგიის კოლონიები გახლდათ. 1885 წლის ბერლინის კონგრესის შემდეგ მოხდა აფრიკის გაყოფა და სწორედ მაშინ მიიღო ლეოპოლდ მეორემ მანდატი კონგოზე. რაც მოხდა შემდეგ კონგოში, ცხადზე ცხადია ყველასთვის, ვინც ისტორია იცის.
არა მხოლოდ აფრიკაში, ზოგადად, მთელი ეს კოლონიზაციის ისტორია ბოლო 400 წლის განმავლობაში მსოფლიო ძარცვის ისტორიაა და მათი დამოკიდებულება დღესაც ასეთია. ასე რომ, ეს უმარტივესი რამ არის, ამ საკითხის სერიოზული განხილვაც კი არ შეიძლება – ამაზე უბრალოდ უნდა გაიცინო. საერთოდ არ არის საინტერესო გაფართოების შესახებ ისინი რა დასკვნას დადებენ, რადგან ჩვენ იქ არავინ გველოდება“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.
ციტატები სტატიიდან
„როგორ შეიძლება, ქვეყანაში მოსამართლე ვინმემ დანიშნოს, გარდა ამ ქვეყნის ხელისუფლებისა და მმართველი ძალისა? ეს უმარტივესია და ამის სერიოზული განხილვაც კი არ შეიძლება“
„რაც შეეხება დამოკიდებულებას – ევროპა არასდროს ყოფილა სხვანაირი, ევროპა ყოველთვის ასეთი იყო. უბრალოდ, ჩვენ ძირითადად, სამწუხაროდ, 70-80-იან წლებში ფილმებით შევიქმენით წარმოდგენა მითიურ ევროპაზე და დღესაც ამ ფილმებითა და წარმოდგენებით ვფიქრობთ, თორემ ისტორიას თუ გადავხედავთ, ევროპა არასდროს ყოფილა სხვანაირი. შეგიძლიათ ნახოთ მე-18 საუკუნის აფრიკის რუკა: სულ ორიოდე დამოუკიდებელი ქვეყანა იყო – ეთიოპია და ლიბერია, დანარჩენი კი ინგლისის, საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა თუ ბელგიის კოლონიები გახლდათ. 1885 წლის ბერლინის კონგრესის შემდეგ მოხდა აფრიკის გაყოფა და სწორედ მაშინ მიიღო ლეოპოლდ მეორემ მანდატი კონგოზე. რაც მოხდა შემდეგ კონგოში, ცხადზე ცხადია ყველასთვის, ვინც ისტორია იცის. არა მხოლოდ აფრიკაში, ზოგადად, მთელი ეს კოლონიზაციის ისტორია ბოლო 400 წლის განმავლობაში მსოფლიო ძარცვის ისტორიაა და მათი დამოკიდებულება დღესაც ასეთია. ასე რომ, ეს უმარტივესი რამ არის, ამ საკითხის სერიოზული განხილვაც კი არ შეიძლება – ამაზე უბრალოდ უნდა გაიცინო. საერთოდ არ არის საინტერესო გაფართოების შესახებ ისინი რა დასკვნას დადებენ, რადგან ჩვენ იქ არავინ გველოდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…