პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ” – მარტა კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერით სომხეთის მოქალაქეები ახალ ბიომეტრიულ პასპორტებს მიიღებენ, რაც ქვეყანას უვიზო რეჟიმთან კიდევ უფრო აახლოებს.

“სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ” – მარტა კოსი
ალია

სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან ერთი ნაბიჯით ახლოს არიან – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსიმ სოციალურ ქსელ “X”-ში დაწერა.

მისი განმარტებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხეთის მოქალაქეები ახალი ბიომეტრიული პასპორტების მიღებას შეძლებენ, რაც საზღვარზე შემოწმებას დააჩქარებს და მოგზაურობას გაამარტივებს.

“სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან ერთი ნაბიჯით ახლოს არიან. ევროკავშირის მხარდაჭერით, მათ უკვე შეეძლებათ ახალი ბიომეტრიული პასპორტების აღება, რაც სასაზღვრო შემოწმებას უფრო სწრაფს, მოგზაურობას კი უფრო მარტივს გახდის.

სომხეთი ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს ირჩევს, ჩვენ კი ვზრუნავთ, რომ ეს არჩევანი მისმა ხალხმა რეალურად იგრძნოს”, – თქვა კოსმა.

ევროკავშირსა და სომხეთს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციური“სომხეთის მოქალაქეები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ უვიზო მიმოსვლას EU-სთან”
  2. BM.GEოპოზიციური"სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ" - მარტა კოსი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარტა კოსი - სომხები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობას
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარტა კოსი - სომხები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები