პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ" - მარტა კოსი

ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიუახლოვდნენ და ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი ბიომეტრიული პასპორტების მიღებას შეძლებენ.

"სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ" - მარტა კოსი
BM.GE

სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან ერთი ნაბიჯით ახლოს არიან - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსიმ სოციალურ ქსელ "X"-ში დაწერა.

კოსის განმარტებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხეთის მოქალაქეები ახალი ბიომეტრიული პასპორტების მიღებას შეძლებენ, რაც საზღვარზე შემოწმებას დააჩქარებს და მოგზაურობას გაამარტივებს.

"სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან ერთი ნაბიჯით ახლოს არიან. ევროკავშირის მხარდაჭერით, მათ უკვე შეეძლებათ ახალი ბიომეტრიული პასპორტების აღება, რაც სასაზღვრო შემოწმებას უფრო სწრაფს, მოგზაურობას კი უფრო მარტივს გახდის.

სომხეთი ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს ირჩევს, ჩვენ კი ვზრუნავთ, რომ ეს არჩევანი მისმა ხალხმა რეალურად იგრძნოს", - აღნიშნა კოსიმ.

ევროკავშირსა და სომხეთს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. 2025 წლის ნოემბერში ევროკომისიამ სომხეთს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP) წარუდგინა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის რეფორმები და მოთხოვნები, რაც ქვეყანამ ევროკავშირში ხანმოკლე ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის დასაწესებლად უნდა შეასრულოს.

სომხეთმა ახალი ბიომეტრიული პასპორტებისა და პირადობის ელექტრონული მოწმობების (ID ბარათების) გაცემის სისტემა 1 ნოემბერს აამოქმედა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციური“სომხეთის მოქალაქეები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ უვიზო მიმოსვლას EU-სთან”
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარტა კოსი - სომხები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობას
  3. ალიაოპოზიციური“სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ” – მარტა კოსი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან ერთი ნაბიჯით ახლოს არიან. ევროკავშირის მხარდაჭერით, მათ უკვე შეეძლებათ ახალი ბიომეტრიული პასპორტების აღება, რაც სასაზღვრო შემოწმებას უფრო სწრაფს, მოგზაურობას კი უფრო მარტივს გახდის. სომხეთი ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს ირჩევს, ჩვენ კი ვზრუნავთ, რომ ეს არჩევანი მისმა ხალხმა რეალურად იგრძნოს“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი ხელისუფლება კურსს შეცვლის“ - მარტა კოსიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები